• რეკლამა
  • კონტაქტი
17:27, ხუთშაბათი, 5 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონს რუსული კი არა, სულ რომ საბჭოთა ეძახონ, ბოლომდე მივიყვანთ

ალია ავტორი - ალია
16:10 03-09-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
511

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონს რუსული კი არა, სულ რომ საბჭოთა ეძახონ, ჩვენ ამას ბოლომდე მივიყვანთ, იქიდან გამომდინარე რომ ეს არის თანამედროვეობის უდიდესი გამოწვევა, ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი თემა, ჰაერიდან მოტანილ თემაზე არ ლაპარაკობს რომის პაპი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების” ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სქემა გაშიფრულია და „ქრონიკის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით მტკიცდება, რომ „პრაიდი” თავად კარნახობს „თავის პატრონებს” როდის უნდა გააპროტესტონ კანონი.

„თავად წერენ თუ სწორად მახსოვს, რომ ეს არის რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ დაწეროს „ქართულმა ოცნებამ” კანონი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ და შემდეგ ააგორონ [პროტესტი], როგორც ეს გააკეთეს შარშან მარტში. წლისთავი იყო ამ „ფეიკ” კამპანიის, შარშანდლიდან მოყოლებულის, გუშინ და ეს იყო საუკუნის აფერა, რომ ამერიკული კანონი და მისი პირდაპირი თარგმანი შეასაღეს საზოგადოებას და ახალგაზრდების ნაწილს, როგორც რუსული კანონი. ახლა ამ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონს რუსული კი არა, სულ რომ საბჭოთა ეძახონ, ჩვენ ამას ბოლომდე მივიყვანთ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის თანამედროვეობის უდიდესი გამოწვევა, ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი თემა, ჰაერიდან მოტანილ თემაზე არ ლაპარაკობს რომის პაპი, არ ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებიც ეროვნული იდენტობისა და მსგავსი საკითხების შენარჩუნებაზე ზრუნავენ თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში, როდესაც ოფიციალურ სტრუქტურებშიც კი შეაღწია თემამ, რომ უნდა აიკრძალოს საუბარი დედაზე და მამაზე და მხოლოდ მშობელი უნდა ვახსენოთ. ამას ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ და ჩვენს მეგობრებს, თუკი მათთანაც არის ეს სერიოზული პრობლემები, უნდა ვუთხრათ, რომ ეს არ არის სწორი მიდგომა, ეს არის მიუღებელი ქართული საზოგადოებისთვის, ისევე, როგორც მიუღებელია არატრადიციული ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ქორწინების დაშვება. ამიტომ, ჩვენ 2017 წელს წინასწარვე გავამყარეთ ეს პოზიციები და საქართველოს კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ქორწინება ეს არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ერთობა და ეს საკითხი არ გადაიხედება. გამომდინარე აქედან, უკვე გაიშიფრა, რომ პრაიდის წარმომადგენლები უკვე იქით აძლევენ რეკომენდაციებს თავის პატრონებს იმასთან დაკავშირებით, როდის უნდა გააპროტესტონ კანონი, როდის რუსული უნდა დაარქვან და ა.შ. ეს სქემა ბოლომდე გაშიფრულია და ალბათ, ქართული საზოგადოება თავის დასკვნებს გამოიტანს, თუ რა ხდებოდა შარშან, როდესაც, ასევე, სპეკულაციურად ამერიკულ კანონს რუსული დაერქვა”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ

14:44 02-05-2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
ახალი ამბები

N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში

14:04 02-05-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი

15:17 02-04-2026
ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს (თიბისი)
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს (თიბისი)

14:49 02-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved