• რეკლამა
  • კონტაქტი
12:22, კვირა, 17 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „ბორჯომთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

ალია ავტორი - ალია
15:41 04-30-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
473

„ბორჯომის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პარტია „ლელოს“ პრესსამსახური მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

„90-იანი წლების შუაში, სამოქალაქო ომის შემდგომ, „ბორჯომის“ მინერალური წყლის წარმოება, ისევე, როგორც მრეწველობის სხვა დარგები, სრულიად გაპარტახებული იყო.

იმ დროს, როცა საბჭოთა კავშირის დროს გეგმიური ეკონომიკის პირობებში „ბორჯომის“ ყოველწლიური წარმოება 400 მილიონ ბოთლს შეადგენდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მისი წარმოება ხუთ მილიონ ბოთლამდე დაეცა.

ჩვენ შევძელით „ბორჯომის“ წარმოების მოდერნიზაციის და აღორძინების პროექტში თავი მოგვეყარა წამყვანი საფინანსო ინსტიტუტებისთვის – მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, მნიშვნელოვანი კერძო და ინსტიტუციონალური ინვესტორები აშშ-დან, საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან. საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე მოპოვებული იქნა ბორჯომის მინერალური წყლის წარმოების ლიცენზია, „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ქარხნების მართვის უფლება და 1997 წლისათვის ჯამურმა ინვესტიციებმა შეადგინა 26 მილიონი რაც იმ დროისათვის იყო უპრეცედენტო ზომის ინვესტიცია. უნდა ითქვას, რომ ქარხნების მართვის ტენდერებში ასევე მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი რუსული ბანკი „როსიისკი კრედიტი“ და „ჯგუფი ქართუ“, მაგრამ სატენდერო კომისიამ უპირატესობა მისცა მსოფლიო ბანკის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ჩვენთან ერთად წარდგენილ საინვესტიციო წინადადებებს. უნდა ითქვას, რომ „ბორჯომის“ კომპანია 1997 წლიდან 2012 წლამდე ორჯერ აღმოჩნდა ფაქტობრივად გაკოტრებულ მდგომარეობაში – პირველად 1998 წლის ფინანსური კრიზისის დროს და 2007 წელს, როდესაც რუსეთის ფედერაციამ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ აკრძალა „ბორჯომის“ რეალიზაცია და იმპორტი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, „ბორჯომის“ კომპანიის ჩვენი მმართველობის პირობებში მოვახერხეთ ჩამომსხმელი ქარხნების სრული გადაიარაღება და მოდერნიზაცია. „ბორჯომის“ დისტრიბუციისა და ექსპორტის ბაზრების გაზრდა 40 ქვეყანამდე. რუსეთის მიერ „ბორჯომის“ აკრძალვის მიუხედავად, მხოლოდ „ბორჯომის“ წარმოება გაიზარდა 350 მილიონ ბოთლამდე და მინერალური წყლების მთლიანი ჯგუფის კი (სადაც შედის ცნობილი უკრაინული წყლებიც – მორშინსკაია, მირგოროდსკაია და ა.შ.), მილიარდ ხუთას მილიონ ბოთლამდე წელიწადში. ეს შედეგი მიღწეული იქნა იმის წყალობით , რომ „ბორჯომის“ კომპანია გარდაიქმნა მულტინაციონალურ ჰოლდინგად, რომელსაც მინერალური წყლების ჩამოსხმას რამდენიმე ქვეყანაში აწარმოებს.

2002 წელს მოხდა კომპანიის თავდაპირველი ინვესტორების გამოსყიდვა მოხდა საინვესტიციო ფონდ „სელფორდის“ მიერ, რომლის დამფუძნებლები იყვნენ ბადრი პატარკაციშვილი და მისი პარტნიორები. 2013 წელს „სელფორდმა“, სადაც ასევე წარმოდგენილი იყო ირაკლი რუხაძე – „ტვ იმედის“ დღევანდელი მმართველი, ბორჯომის ჰოლდინგის საკონტროლო პაკეტი გაასხვისა „ალფა კაპიტალზე“ რუსულ საფინანსო ჯგუფზე.

ჩვენ არაერთი წელი ვიმუშავეთ „ბორჯომის“, როგორც ქართული ბრენდის განვითარებაზე. ეს იყო დიდი წარმატების ისტორია და ჩვენ ამით ვამაყობთ. „ბორჯომის“ განვითარების ქეისი დღემდე ისწავლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში, როგორც საბჭოთა წარმოების თანამედროვე კონკურენტულ საწარმოდ გარდაქმნის წარმატებული მაგალითი. მატყუარების პარტიის „ქართული ოცნების“ მატყუარა სპიკერების, ვოლსკისა და ქადაგიშვილის, ასევე ბოტების და ტროლების ნებისმიერი მცდელობა ფაქტების გაყალბების გზით შეცდომაში შეიყვანონ ჩვენი მოქალაქეები დასრულდება სრული მარცხით, რადგან ასეთი მცდელობები არის დანაშაულის ტოლფასი და მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს უსინდისო სიცრუეს“, – აღნიშნულია ხაზარაძისა და ჯაფარიძის განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
ახალი ამბები

“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

18:05 08-14-2025
თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია

12:41 08-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved