• რეკლამა
  • კონტაქტი
06:31, სამშაბათი, 27 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მამაკაცი 20 წლიანი პატიმრობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც 2003 წელს ჩადენილი დანაშაული მისმა ტყუპისცალმა აღიარა

ალია ავტორი - ალია
15:20 01-29-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ამერიკის შეერთებულ შტატებში 20 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს მამაკაცი, რომელიც სასჯელს იმ მკვლელობისთვის იხდიდა, რომლის ჩადენაც საბოლოოდ მისმა ტყუპისცალმა აღიარა. ამის შესახებ New York Post წერს.

კევინ დუგარი გირაოს სანაცვლოდ 25 იანვარს ჩიკაგოში გაათავისუფლეს.

მამაკაცი 2003 წელს გაასამართლეს მეტოქე ბანდის წევრის მკვლელობის გამო, 2016 წელს კი მისმა ტყუპისცალმა კარლ სმიტმა აღიარა, რომ დანაშაული მან ჩაიდინა.

2018 წელს სასამართლომ დაადგინა, რომ სმიტის სიტყვები სარწმუნო არ იყო, რადგან იმ მომენტისთვის ის უკვე იხდიდა 99-წლიან სასჯელს ყაჩაღობისთვის, რომლის დროსაც მძიმედ დაიჭრა ბავშვი. სმიტის განცხადების განხილვისას პროკურორმა განაცხადა, რომ ამ დამნაშავეს არაფერი ჰქონდა დასაკარგი და მისი სიტყვები უნდობლობის გარდა არაფერს იწვევდა.

თუმცა საქმეს და სმიტის განცხადებას ყურადღება ჩრდილო-დასავლეთ ილინოისის უნივერსიტეტის “უსამართლო სასჯელების ცენტრმა” მიაქცია და უფლებადამცველებმა მოახერხეს დუგარის სასჯელის გადახედვა.

“სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობს დიდი შესაძლებლობა, ყველა მტკიცებულების განხილვის შემდეგ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ კევინი უდანაშაულოდ სცნოს,” – განაცხადა დუგარის ადვოკატმა.

საქმის მეორე განხილვამდე დუგარი სამართალდამცავი ორგანოების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

“ის ძალიან ბედნიერია, რომ გათავისუფლდა და თანდათან ეჩვევა სამყაროს, რომელიც ძალიან შეიცვალა იმ 20 წლის განმავლობაში, რაც მან ცრუ ბრალდებებით გაატარა ციხეში,” – აღნიშნა ადვოკატმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან

11:26 01-26-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!

08:00 01-26-2026
WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved