• რეკლამა
  • კონტაქტი
11:28, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მამა რომანოზის გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა – რატომ აწამეს სასტიკად სასულიერო პირი

ალია ავტორი - ალია
11:13 02-21-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

ისტორიკოსი ლაშა დეისაძე სასულიერო პირის მამა რომანოზის ტრაგიკულ ისტორიაზე წერს, რომელსაც „მხედრიონი“ ბრალს სდებდა კანონიერი ხელისუფლების მომხრეთათვის იარაღის შენახვას. მისი თქმით მამა რომანოზი რამდენჯერმე უმოწყალოდ სცემეს და აწამეს.

„დღეს, 2020 წლის 20 თებერვალს, 15 წელი შესრულდა საქართველოს ეკლესიის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და უსამართლოდ ნატანჯი სასულიერო პირის, წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ რომანოზ ჩიქობავას გარდაცვალებიდან.

ჩემთვის პატივია, რომ ჩემს სადოქტორო დისერტაციაში ერთ-ერთი ქვეთავი სწორედ მამა რომანოზსა და მის თავს გადახდენილ დრამატულ მოვლენებს ეხება, სათაურით „სამხედრო გადატრიალება და მღვდელ რომანოზ ჩიქობავას წამება და შეპყრობა ე.წ. მხედრიონის მიერ“.

მღვდელი (შემდგომში დეკანოზი) რომანოზი 1992 წლის 9 ივლისს შეიპყრო ე.წ. მხედრიონმა, ჯაბა იოსელიანის მეთაურობით. მამა რომანოზი ჯერ უმოწყალოდ აწამეს წალენჯიხაში, ხოლო შემდეგ გადაიყვანეს და დატყვევებული ჰყავდათ თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც ასევე აწამებდნენ ძლიერ სასტიკი მეთოდებით. ე.წ. მხედრიონი მამა რომანოზს ცილისმწამებლურად ბრალს სდებდა კანონიერი ხელისუფლების მომხრეთათვის იარაღის შენახვას წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარში. ბრალდება საბოლოოდ ვერ დაუმტკიცეს და ნატანჯ-ნაგვემი გაათავისუფლეს ცხრამეტი დღის შემდეგ. მამა რომანოზს ძლიერ შეერყა ჯანმრთელობა, შეეყარა ეპილეფსია და 2005 წლის 20 თებერვალს, 56 წლის ასაკში აღესრულა უეცრად.

2018 წლის 10 სექტემბერს ვიმყოფებოდით წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარში, რომლის გალავანში, მამა რომანოზის საფლავთან აღვასრულეთ პანაშვიდი, შევხვდით განსვენებული დეკანოზის მეუღლეს, ქალბატონ ელენე (ლენა) შუბლაძეს (ამავე ტაძრის მესანთლე გახლავთ), რომელმაც გაიხსენა და გვესაუბრა იმ სისასტიკის შესახებ, რაც მამა რომანოზს დამართა ე.წ. მხედრიონმა. მიუხედავად უსამართლო და სასტიკი ტანჯვა-წამებისა, მამა რომანოზი აღნიშნავდა თურმე თავის შემპყრობთა და მწამებელთა შესახებ, არცერთი დამიწყევლია, ყველას ვლოცავდიო… ქალბატონი ლენას თანხმობით გავაკეთეთ მისი საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელიც ისტორიას შემოვუნახეთ.

დეკანოზ რომანოზს თავს გადახდენილი ტრაგიკული მოვლენების ყველაზე დრამატული მხარე ისაა, რომ იგი ყველამ გაწირა, ღმერთის, საკუთარი ოჯახისა და უახლოესი ადამიანების გარდა. საბოლოოდაც კი იგი ისე წავიდა ამქვეყნიდან, საკუთარ თავს გადახდენილი დევნის შესახებ ვერ მიიღო პასუხი: რატომ?!“ – წერს ლაშა დეისაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved