• რეკლამა
  • კონტაქტი
11:51, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მალფუჭებად პროდუქტს მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ

ალია ავტორი - ალია
12:56 05-21-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
197

დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტ ივა ჭყონიას ინფორმაციით, მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ.

როგორც ჭყონია აღნიშნავს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მალფუჭებადი პროდუქტის გამტანმა მძღოლებმა, რომლებსაც სურთ პრიორიტეტული ტვირთის კატეგორიაში მოხვედრა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს ტვირთის დეკლარაციის ნომერი უნდა წარუდგინონ, რის შემდეგაც ისინი გზის გაგრძელებას შეუფერხებლად შეძლებენ.

„ისედაც გართულებულია სიტუაცია, რადგან გარკვეულწილად ჩვენ ვართ ერთ-ერთი სატრანზიტო დერეფანი იმ ომიდან გამომდინარე, რომელსაც რუსეთი უკრაინის მიმართ აწარმოებს. ტვირთების რაოდენობა საკმაოდ არის მოჭარბებული და ამისთვის მომზადებული არავინ იყო. გამტარიანობა რომ უნდა ყოფილიყო დაახლოებით, 500-600 მანქანა დღეში, დაახლოებით, 3000 მანქანაა გაჩერებული. ზოგადად, ეს რთული ვითარებაა და არა მხოლოდ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, სხვა პუნქტებზეც ანალოგიური მდგომარეობაა. მიზეზი, თუ რატომ ვერ ვახერხებთ დროულად ტვირთის გადატანას ლარსის საბაჟო პუნქტიდან მეორე მხარეს, ეს არის რუსეთის საბაჟო, რომელიც საკმაოდ ნელა მუშაობს. ჩვენი მხრიდან თუ 600 მანქანა გადადის დღეში, მეორე მხარე დაახლოებით, 300-ის გატარებას ახერხებს. ეს ტრაფიკი ქმნიდა პრობლემას. ამასთან, ჩვენი პრობლემა კიდევ უფრო განსხვავებული იყო, რადგან მალფუჭებადი პროდუქტი – მწვანილი, კარტოფილი, პომიდორი, სალათის ფურცლები და ა.შ. იყო გაჩერებული. ამის გამო, მივმართეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მინისტრ ოთარ შამუგიას, რომლისგანაც მყისიერი რეაგირება იყო. მეორე დღევე შედგა თათბირი თენგიზ კალანდაძის ხელმძღვანელობით, რომელშიც მონაწილეობდნენ საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი კახა ბუხრაძე და საბაჟოს წარმომადგენლები.

მიღებული გადაწყვეტილებით, ის ავტომობილები, რომლებიც მალფუჭებადი პროდუქტით იყვნენ დატვირთული, პრიორიტეტულ, გამწვანებულ ჯგუფში მოხვდა, დროულად მიიყვანეს ისინი ლარსის გამშვებ პუნქტთან და იქიდან მოხდება მათი გადაყვანა დანიშნულების წერტილამდე შეუფერხებლად. საუბარია, დღის განმავლობაში, დაახლოებით 30-დან 50-მდე სატვირთო ავტომობილზე. თუმცა, ეს პირველი ეტაპია – სოფლის მეურნეობის იმ პროდუქტების 20%, რომელიც უახლოეს პერიოდში, ორ კვირაში, ერთ თვეში დაიწყება, რადგან მოდის ხილის სეზონი და ტემპერატურულ რეჟიმზეც კი ის გარკვეული პერიოდი ძლებს და შემდეგ გაფუჭებას იწყებს. ამით კი პრობლემა შეექმნებოდათ როგორც ექსპორტიორ კომპანიებს, ასევე ადგილობრივ ფერმერებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი და დროული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. იმ ფერმერებს, რომლებიც ინფორმირებულები არ არიან შეუძლიათ მომართონ ჩვენს ასოციაციას, ან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად; წარმოუდგინონ საპატრულო პოლიციას ტვირთის დეკლარაცია და მოხვდნენ პრიორიტეტულ ჯგუფში”, – განაცხადა ჭყონიამ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას და დასძინა, რომ გადაწყვეტილება, რომელიც სამინისტრომ მიიღო, ყველა გამშვებ პუნქტზე იმოქმედებს. თუმცა, მისივე ინფორმაციით, სამჯერ ნაკლები რაოდენობის ტვირთია გაჩერებული წითელ ხიდზე. ამასთან, ამ მიმართულებით მალფუჭებადი ტვირთი ნაკლებად გადის, ვიდრე ლარსის მიმართულებით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved