25 დეკემბერს მალდივის სისხლის სამართლის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტ აბდულა იამინს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
იამინი დამნაშავედ ცნეს კორუფციასა და ფულის გათეთრებაში, კერძოდ, კერძო კომპანიისგან ანაზღაურების მიღებაში.
სასამართლომ იამინი არა მხოლოდ დააპატიმრა, არამედ 5 მილიონი დოლარით დააჯარიმა.
თავად იამინი უარყოფს რაიმე სახის დანაშაულს.














კომენტარები