მალაიზიის მთავრობა 2005 წლის შემდეგ დაბადებული მოქალაქეებისთვის სიგარეტის და თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის აკრძალვას გეგმავს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამგვარად ქვეყანაში სურთ, აღზარდონ თამბაქოზე დამოკიდებულებისგან თავისუფალი ახალი თაობა.
თუ აკრძალვა ამოქმედდება, მოზარდები, რომლებსაც ახლა 17 წელი შეუსრულდათ, კანონიერად თამბაქოს ვეღარასდროს იყიდიან. ინიციატივის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ხაირი ჯამალუდინმა ჟენევაში, ჯანმოს აღმასრულებელი კომიტეტის სესიაზე განაცხადა. მისივე თქმით, ახალი კანონპროექტი მიმდინარე კვირაში გასაჯაროვდება, ამოქმედება კი წლის ბოლოდან იგეგმება.
ხაირი ჯამალუდინის თქმით, მალაიზიაში გარდაცვალებების მიზეზებს შორის თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებები პირველ ადგილს იკავებს.














კომენტარები