მაკო გომური არის ტრაგედია, მაგრამ წარმომიდგენია, რა მოხდებოდა, ეს მოძალადე რაზმები შეჭრილიყვნენ პარლამენტში, – ამის შესახებ ექსპრემიერმა, პარტია მ”საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“სამწუხაროა, როცა მსგავს შემთხვევებს ადამიანების დაზიანება მოჰყვება. მაკო გომური არის ტრაგედია, მაგრამ წარმომიდგენია, რა მოხდებოდა, ეს მოძალადე რაზმები შეჭრილიყვნენ პარლამენტში. მაკო გომურთან მიმართებაში, სამართლიანად რომ მივუდგეთ საკითხს, ჩემთან ერთად პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს იმან, ვინც მაკო გომურს შეჭრას მოუწოდებდა”, – აღნიშნა გახარიამ.
კომენტარები