მაიამიში, სანაპირო ზოლიდან რამდენიმე მეტრში, ვერტმფრენი ჩამოვარდა. პოლიციამ მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა, – ამის შესახებ BBC წერს.
სანაპიროზე მყოფმა ადამიანებმა ასევე გაავრცელეს კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ მიცურავენ ადამიანები ვერტმფრენისკენ და ცდილობენ მისი მგზავრების გადარჩენას.
შემთხვევისას ვერტმფრენში 3 ადამიანი იყო. მათგან ორს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა და მათი დგომარეობა სტაბილურია.
მომხდარის მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
კომენტარები