• რეკლამა
  • კონტაქტი
12:46, შაბათი, 2 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მაღალი გამავლობის მანქანისთვის რაჭაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ყველა სოფელი მისაწვდომია

ალია ავტორი - ალია
20:30 08-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რაჭაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

მთავრობის მეთაური ონში ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად იმყოფებოდა.

პრემიერმა ადგილზე მიიღო ინფორმაცია განხორციელებული სამუშაოებისა და დარჩენილი პრობლემების მოგვარების გზების შესახებ. სტიქიის შედეგად მოწყვეტილ სოფლებთან მაღალი გამავლობის ავტომანქანებით მიმოსვლა უკვე აღდგენილია, მსუბუქი ავტომობილებით მოძრაობა კი რამდენიმე დღეში გახდება შესაძლებელი.

რაჭის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2 კონტრაქტორი კომპანიის 25 ერთეული მძიმე ტექნიკა და რამდენიმე ათეული სპეციალისტი. სტიქიის ზონაში, სულ 48 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, რომელთაგან 40 უკვე გაიწმინდა, 8 სახლი კი დამატებით სამუშაოებს საჭიროებს. გარესამყაროს მოწყვეტილ 8 სოფელში დარიგდა 770 სასურსათო კალათა, პროდუქტი და მედიკამენტები.

გიორგი გახარია ადგილობრივ მაშველებს შეხვდა, რომლებსაც სტიქიით დაზარალებულ სოფლებში, სადაც ავტომანქანით გადაადგილება შეუძლებელი იყო, მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტი და მედიკამენტები ფეხით აჰქონდათ. პრემიერმა მათ გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრი უშუალოდ გაეცნო ღარის, შოვის ხიდისა და საავტომობილო გზის აღდგენით სამუშაოებს, ასევე, გომი-ჯინჭვისის ხიდის რეაბილიტაციის პროცესს.

ამასთან, სოფელ ნაკიეთსა და ჟამიერეთში გიორგი გახარია ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები პირადად მოისმინა.

აღნიშნულ სოფლებში სტიქიის შედეგად დაზიანებული ჯამში 12 ოჯახი გასახლებას ექვემდებარება. მთავრობის მეთაურმა ონის მუნიციპალიტეტის მერს დაზარალებული ოჯახების განსახლების საკითხის უმოკლეს ვადაში მოგვარება დაავალა. პრემიერის დავალების შესაბამისად, თითოეული ოჯახის პრობლემას ინდივიდუალურად შეისწავლიან და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ასევე, ადგილობრივებთან მუდმივ სატელეფონო კომუნიკაციაში იქნებიან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა სტიქიით მიყენებული ზარალი მოსახლეობას მაქსიმალურად შეუმსუბუქოს.

მისივე თქმით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების პარალელურად, აქტიურად გაგრძელდება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელება რეგიონის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ასევე, მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისა და მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, გიორგი გახარიამ რაჭაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის წევრებს შეხვდა, რომელიც რეგიონში განვითარებული მოვლენებისთანავე პრემიერის დავალებით შეიქმნა. პრემიერ-მინისტრმა შტაბის წევრებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოფხვრის მიმართულებით კონკრეტული დავალებები მისცა და გაწეული ოპერატიული სამუშაოსთვის მათ მადლობა გადაუხადა

„შტაბის მუშაობა საკმაოდ ეფექტური იყო თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვთქვით, რომ დაახლოებთ 1 თვე დაგვჭირდებოდა გზების აღსადგენად. დღეს, მე რაც ვნახე, ფაქტობრივად, მაღალი გამავლობის მანქანისთვის ყველა სოფელი მისაწვდომია, შესაბამისად, ვერტმფრენები აღარ დაგვჭირდება და სოფლებთან გადაადგილება იქნება მაღალი გამავლობის მანქანებით. მსუბუქი მანქანებისთვის ალბათ დაგვჭირდება კიდევ 3-4 დღე. აღდგენილია ელექტროენერგია და წყალმომარაგება. ფაქტობრივად, მოწყვეტილი სოფლები ეტაპობრივად, ნელ-ნელა უკვე ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან. კიდევ ერთი კვირა და აქ ყველაფერი, სიწყნარე და სიმშვიდე იქნება. შემდეგ უკვე ინფრასტრუქტურის სამინისტრო სისტემურად გააგრძელებს დაზიანებული მაგისტრალური ინფრასტრუქტურის აღდგენას და ამას დასჭირდება თვეები და, როგორც ჩანს, ათობით მილიონი ლარი. მინდა მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც ამ პროცესშია ჩართული, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, კერძო კომპანიას, რომელმაც ასევე ძალიან აქტიურად იმუშავა, შტაბის თითოეულ წარმომადგენელს, საგანგებო სამსახურს და ჩვენს მაშველებს, რომლებიც, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში თითოეულ სოფელში მიდიოდნენ და ხალხთან წამლიდან დაწყებული ყველაფერი მიჰქონდათ. როგორც შედეგი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთმა გუნდურმა ეფექტურმა მუშაობამ მოგვცა შედეგი, რომ ჩვენ ცოტა უფრო ადრე მივეცით მოწყვეტილ სოფლებში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა, რომ ცხოვრების ნორმალურ წესზე გადავიდნენ. რამდენიმე დღის მონაცემებით, მე რაც ვნახე, დაახლოებით ალბათ 2 სოფელში 12 სახლი იქნება გასასახლებელი, ეს პროცესი დაწყებულია, დღეს დავალება მიეცა ადგილობრივ თვითმმართველობას და დღეიდან ყოველდღიურ სატელეფონო კავშირზე იქნებიან ამ ადამიანებთან იქ რაიმე რისკი რომ არ შეიქმნას, ერთი ბზარი და სასწრაფო რეაგირება უნდა იყოს, თუ უკვე გასასახლებელია სასწრაფოდ ქირით გადაიყვანენ, პროცესი კონტროლზეა და ჩვენ შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ სტიქიის შედეგების აღმოფხვრის პირველ ეტაპს ალბათ კიდევ დასჭირდება 1 კვირა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: გიორგი გახარიამთავრობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

Flitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო – თიბისი
ახალი ამბები

Flitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო – თიბისი

17:09 08-01-2025
ელიაობა 2025 – დედოფლისწყაროს მთავარი სახალხო დღესასწაული თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ელიაობა 2025 – დედოფლისწყაროს მთავარი სახალხო დღესასწაული თიბისისთან ერთად

16:33 07-31-2025
გონართროზი – სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა – ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს?
ახალი ამბები

გონართროზი – სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა – ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს?

15:42 07-31-2025
თიბისის Crash კურსები გოგონებისთვის: განათლების პლატფორმა სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის Crash კურსები გოგონებისთვის: განათლების პლატფორმა სტუდენტებისთვის

15:02 07-31-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved