• რეკლამა
  • კონტაქტი
22:16, ხუთშაბათი, 2 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მაღალჩინოსან ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებულმა კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან 5.3 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

ალია ავტორი - ალია
13:22 03-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
198

აჭარაში მაღალჩინოსან ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებულმა კომპანიამ „ესია ჯგუფმა” სახელმწიფო შესყიდვებიდან 2021-2024 წლებში 5,344,077 ლარი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს.

ორგანიზაციამ ამ თემაზე პირველი კვლევა 2023 წლის ივნისში გამოაქვეყნა და იმ დროისთვის კომპანიას 1 900 000-მდე ლარის შემოსავალი ჰქონდა მიღებული სახელმწიფო შესყიდვებიდან.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ცნობით, “ესია ჯგუფმა” 1 716 998 ლარის სამუშაოები შეასრულა შუახევის სტადიონის მშენებლობისას, როგორც ქვეკონტრაქტორმა და წინა კვლევის დროს ამ ფაქტს საჯარო უწყებები  არ გვიდასტურებდნენ. ბოლო 8 თვეში კი კომპანიამ ტენდერებიდან და სახელმწიფო შესყიდვებიდან დამატებით კიდევ 1 757 332 ლარი მიიღო.

რა კავშირია “ესია ჯგუფსა” და ძმებ ბერიძეებს შორის? 

  • ორგანიზაციის ცნობით, აკაკი ბერიძე ბათუმის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი მუნიციპალური იურიდიული პირის, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელია. მანამდე იგი შპს “რბ – ახალი გზის” 33% მფლობელი და დირექტორი იყო. მასთან ერთად, კომპანიის მეწილეები იყვნენ ირაკლი აზნაურიშვილი (34%) და ვალერი ადონია (33%). 2017 წელს აკაკი ბერიძე  დირექტორობიდან გადადგა, საკუთარი წილი 100 ლარად გაყიდა და შემდეგ ინჟინრად მუშაობდა კომპანია “ანაგში” და აჭარის მთავრობის კუთვნილ შპს აჭარის ნარჩენების მართვის” კომპანიაში, 2021 წელს ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში ჯერ დირექტორის მოადგილედ, დეკემბრიდან კი დირექტორად დაინიშნა.
  • ბერიძის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი აზნაურიშვილმა “ესია ჯგუფი” 2018 წლის ივნისში დააფუძნა, შპს ესია ჯგუფი და შპს რბ-ახალი გზა ბათუმში ერთსა და იმავე მისამართზეა რეგისტრირებული.
  • TI-ის ცნობით, “ესია ჯგუფმა” სახელმწიფო შესყიდვებში 2021 წლის ზაფხულიდან მონაწილეობს. მაშინ როლანდ ბერიძე, აკაკი ბერიძის ძმა, ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იყო. კომპანიამ ქვეკონტრაქტორობის პირველი ხელშეკრულება იმავე  წლის ივლისში მიიღო. 2021 წლის არჩევნების შედეგებით, როლანდ ბერიძე ქედის მუნიციპალიტეტის მერი გახდა, კიდევ ერთი ძმა, რაულ ბერიძე კი 2017 წლიდან დღემდე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილეა – “ესია ჯგუფის” ქვეკონტრაქტორობა სწორედ ამ სამი სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციის – ქედის მუნიციპალიტეტის მერიის, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს შესყიდვებში დაფიქსირდა.
  • ორგანიზაცია ამბობს, რომ კომპანიასთან მსხვილი შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა “აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიამაც”, სადაც აკაკი ბერიძე წლების განმავლობაში მუშაობდა. ჯამში, კომპანიამ 5 შესყიდვიდან 1 757 332 ლარი მიიღო, 3 შემთხვევაში ხელშეკრულება ქედის მერიამ გაუფორმა, თითო-თითო ხელშეკრულებები მიიღო “აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიიდან” და ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოდან. თანხის 54% (955,808 ლარი) უკონკურენტო და კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოგებული ტენდერებიდანაა მიღებული.

“წინა კვლევის მომზადების დროს აჭარის მთავრობის კუთვნილმა შპს-მ “აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ” არ მოგვაწოდა ინფორმაცია იმაზე, იყო თუ არა “ესია ჯგუფი” ქვეკონტრაქტორი შუახევის სტადიონის მშენებლობის პროცესში, რომელშიც კომპანია “გლობალ სტანდარტმშენმა” უკონკურენტოდ გაიმარჯვა. ტენდერში “ესია ჯგუფის” ქვეკონტრაქტორობაზე საფუძვლიანი ეჭვი კომპანიის ფეისბუქ გვერდის შესწავლისას გაჩნდა. მაშინ “აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში” თქვეს, რომ მიმწოდებელ ორგანიზაციას ქვეკონტრაქტორის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ მოუწოდებია, რაც ცხადია, მიუთითებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვან კონტროლზე, რაც კორუფციის დამატებით რისკებს აჩენს.

გაუგებარია, რატომ არ ჰქონდა ინფორმაცია აჭარის მთავრობის კუთვნილ შპს-ს, როგორც შემსყიდველ ორგანიზაციას ქვეკონტრაქტორის არსებობის შესახებ, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა სამუშაობის თითქმის 90% სწორედ ამ ქვეკონტრაქტორმა შეასრულა. ორივე გარემოება კითხვებს აჩენს კორუფციის რისკებთან დაკავშირებით”, – ამბობს ორგანიზაცია.

‘”საერთაშორისო გამჭვირვალობა” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, მოკვლეული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყოს გამოძიება აღწერილ სახელმწიფო შესყიდვებში სავარაუდო კორუფციის გამოსავლენად.

მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, მოკვლეული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყოს გამოძიება აღწერილ სახელმწიფო შესყიდვებში სავარაუდო კორუფციის გამოსავლენად”, – წერია განცხადებაში.

თეგები: საერთაშორისო გამჭვირვალობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved