ამერიკელი მომღერლის მადონას სისხლში COVID-19-ის ანტისხეულები იპოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მან კორონავირუსი უსიმპტომოდ გადაიტანა. ამის შესახებ არტისტი საკუთარ Instagram გვერდზე წერს.
“რამდენიმე დღის წინ ტესტი გამიკეთეს-პასუხი ეხლა მივიღე და აღმოჩნდა, რომ სისხლში ანტისხეულები მაქ. ასე რომ ხვალ ჩავჯდები მანქანაში, ჩამოვწევ ფანჯრებს და COVID-19-ით გაჟღენთილ ჟანგბადს შევისუნთქავ”,-დაწერა 61 წლის მომღერალმა.
ამის მიუხედავად ფანების უმრავლესობამ ამ პოსტს არ დაუჯერა-უმრავლესობამ მომღერალს ტესტის განმეორებით ჩაბარება ურჩია.
კომენტარები