ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:
“NATO-შემდეგი სამიტი მადრიდში გაიმართება, მანამდე კი ბრიუსელის სამიტის მასალებს გავეცანი დეტალურად და იქიდან გამომდინარე, თუ რა თემები იყო წამყვანი, მადლობა უნდა ვუთხრათ ალიანსს, და ალბათ ჩვენს დიპლომატებსაც, თუნდაც იმისთვის, რომ დასკვნით კომუნიკეში მოგვიხსენიეს თუნდაც ისე როგორც მოგვიხსენიეს.საინტერესოა, რომ საბოლოო კომუნიკეში რუსეთი 62-ჯერ იქნა ნახსენები, ჩინეთი კი მხოლოდ 10-ჯერ!ისე ლიტვის პრეზიდენტი აქ რომ იყო ვიზიტით და მეგობრობას გვეფიცებოდა, სამიტზე ბევრს ლაპარაკობდა რუსეთს ბელარუსის ჩაყლაპვა უნდაო და საქართველოზე ყურადღება დიდად არ გაუმახვილებია. ეტყობა საოკუპაციო-სადერმაკაციო ხაზთან მიყვანამ დიდი შთაბეჭდილება არ მოახდინა” – წერს ანჯაფარიძე
კომენტარები