
ლუკა კურტანიძე დააკავეს
18:11, 27.07.2025
პარლამენტის ყოფილი წევრი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ლუკა კურტანიძე დაკავებულია ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების, ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით.
კურტანიძე დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 381-ე პრიმა მუხლების შესაბამისად.
ლუკა კურტანიძე ყოფილ მეუღლეს, ხათუნა მაქაცაძეს ფიზიკურად გაუსწორდა.
Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved
Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved
კომენტარები