საქართველომ ლიეტუვასგან საჩუქრად „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 15 ათასი დოზა მიიღო. ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ლიეტუვას ელჩის მოადგილე – საულიუს ვალაინისი დახვდნენ.
ლიეტუვას მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი წევრი სახელმწიფოსთვის – საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთვისაა გამოყოფილი.
აღსანიშნავია, რომ, რამდენიმე საათის წინ, ამერიკის მთავრობისა და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოში საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის 500 ათასი დოზაც შემოვიდა.
კომენტარები