• რეკლამა
  • კონტაქტი
17:38, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლიბერთის სოციალურ პროექტებს, მარკეტების ქსელი “გვირილა” შეუერთდა

ალია ავტორი - ალია
13:23 10-09-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
397

ლიბერთის ლოიალობის პროგრამის ფარგლებში,  მარკეტების ქსელთან „ გვირილა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად,  სოციალური ბარათის მფლობელები,  ლიბერთის  ტერმინალზე გადახდისას, ნებისმიერ შენაძენზე განსხვავებული, ე.წ.  „საბითუმო ფასით“  ისარებლებენ.

ამასთან, მარკეტების ქსელი „გვირილა“ მომხმარებელს განსაკუთრებულად დაბალ ფასებთან ერთად  ლოიალობის, კერძოდ „მეგობარი ბარათის“ დაგროვებით პროგრამას სთავაზობს.  „მეგობარი ბარათის“ გამოყენების შემთხვევაში, მომხმარებელს  5% ,,გვირილა ქულების“ სახით უბრუნდება და  აღნიშნული  „გვირილა ქულებით“  ნებისმიერი სარეალიზაციო პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი.

“ლიბერთი აგრძელებს უფროსი თაობის ადამიანებზეზრუნვას. მრავალი წელია,  ბანკი წარმატებით ახორციელებს სოციალურ პროექტებს, რომლებიც სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები და  სოციალური ბარათის მფლობელებისთვისაა შექმნილი. ჩვენს გუნდს კარგად ესმის უფროსი თაობის ადამიანების მოთხოვნილებები და ამიტომ კიდევ უფრო ვაფართოვებთ მათ საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზებებს.

დღეს, ძალიან საინტერესო და სტრატეგიულად  მნიშვნელოვან თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი. გაფორმდა მემორანდუმი მარკეტების ქსელთან ,,გვირილა” , რომლის ფარგლებში, ყველა ადამიანი, ვინც ლიბერთის სოციალურ ბარათს ფლობს,  ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, ნებისმიერი პროდუქციის შეძენას ე.წ. “საბითუმო ფასით” შეძლებენ.

სოციალური პროექტების განვითარების  სტრატეგიის ფარგლებში, ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულების ბაზრის ლიდერ  კომპანიასთან. ჩვენი გუნდის ძალისხმევით და კომპანიების ჩართულობით, ვიმედოვნებთ,  სულ მალე, სოციალური ბარათის მფლობელები, განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობას მათთვის საინტერესო, კიდევ უფრო განსხვავებულ კატეგორიაშიც შეძლებენ” –დარეჯან მალაღურაძე, ლიბერთის ლოიალობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი.

,, ჩვენი მთავარი საზრუნავია, მომხმარებლის ასორტიმენტული, ხარისხობრივი და  საფასო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება. კომპანიის  განვითარების სტრატეგია რამდენიმე მიმართულებისგან  შედგება და ლიბერთისთან ერთობლივი პროექტიც ამ სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია.  მოხარული ვართ, რომ ლიბერთის პარტნიორები გავხდით. ეს გვაძლევს შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტი სარგებელი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. პროექტის ფარგლებში, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს ,,საბითუმო ფასთან“ ერთად ,,მეგობარი ბარათის“ გატარებისას 5% უკან დაუბრუნდებათ. ლიბერთის სოციალური ბარათით და ჩვენი ,,მეგობარი ბარათით“    სარგებლობისას მომხმარებელს სხვადასხვა აქცია დახვდებათ.

„გვირილას“ ახალგაზრდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მუდმივად ვმუშაობთ, რომ იმედი არასოდეს გავუცრუოთ  ჩვენს მომხმარებლებს და ჩვენს მიერ დაკავებული ნიშა, რომელიც “მარკეტი სახლთან ახლოს“ გულისხმობს, მოსახერხებელი და კომფორტული იყოს  მომხმარებლებისთვის“ – გიორგი ტაბახმელაშვილი, მარკეტების ქსელი ,,გვირილას“  აღმასრულებელი დირექტორი.

(R)

თეგები: ლიბერთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved