პარტია მოქალაქეების წევრი ლევან იოსელიანი ოპოზიციის კვოტით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ ჩატარდა. ლევან იოსელიანს 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მის წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.
ცნობისთვის, 3 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ევროპელი სოციალისტების წევრი, ავთანდილ ენუქიძე აირჩიეს.
კომენტარები