• რეკლამა
  • კონტაქტი
20:08, სამშაბათი, 8 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლევან დავითაშვილი – 150 მლნ ევროს ოდენობით ინვესტიცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გულისხმობს წარმოების ჯაჭვის ყველა რგოლში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანას

ალია ავტორი - ალია
17:56 09-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი გამორჩეულია ბოსტნეული კულტურების წარმოებით და სასათბურე მეურნეობების განვითარებით. წლების განმავლობაში, ეს მიმართულებები ნელი ტემპით, მაგრამ მაინც, ვითარდებოდა – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევზნ დავითაშვილმა, წყალტუბოში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის გენადი ბალანჩივაძის წარდგენაზე.

მისი თქმით, ფერმერების მხარდაჭერის, არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისა  და სექტორის სწრაფი და ეფექტიანი განვითარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ამ მიმართულებების სისტემურ განვითარებაზე დაიწყო მუშაობა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ბოსტნეულის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების, წარმოების ზონისა და სასათბურე მეურნეობების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო კომპანია ,,იმერეთის აგროზონა“ დაფუძნდა.

„ეს არის 150 მლნ ევროს ოდენობით ინვესტიცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, რაც გულისხმობს წარმოების ჯაჭვის ყველა რგოლში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანას. შეიქმნება როგორც პირველადი წარმოების სათბურები, რომლებიც იქნება როგორც მაღალტექნოლოგიური და საშუალო, ისე დაბალი ტექნოლოგიებისა და ინვესტირების, ასევე მოეწყობა სასწავლო და ტრენინგ ცენტრები, რადგან ცოდნის მიღება ჩვენ ფერმერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ,,იმერეთის აგროზონას“ ექნება ყველანაირი სერვისის მიწოდების საშუალება, რომელიც არა მხოლოდ კონკრეტულად ამ 200 ჰექტარს მოემსახურება, რომელიც გამოყოფილია ფარცხანაყანებში, არამედ მთლიანად, წაყალტუბოს მუნციპალიტეტის ფერმერებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. აქ აშენდება სამაცივრო, შემნახავი და გადამმუშავებელი მეურნეობები იმგვარად, რომ  წარმოებული თითოეული კილოგრამი პროდუქტი მეტ ღირებულებას შეიძენს და ექსპორტზე გავა არა მხოლოდ ტრადიციულ, არამედ ევროპისა  და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზეც. პროექტი დამუშავებულია ქართულ-ჰოლანდიური ჯგუფის მიერ, დამთავრდა დეტალური შესწავლა და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა და დღეს, უკვე კონკრეტული პირობებით, ვიწყებთ ინვესტორებთან შეთანხმებას. “ვფიქრობ, ეს არის სანიმუშო პროექტი არა მხოლოდ წყალტუბოსთვის, არამედ ზოგადად, ქვეყნისთვის და შეგვიძლია, სხვა რეგიონებშიც განვახორციელოთ. ფერმერების მხარდასაჭერად, ფარცხანაყანების იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებასა და კოპიტნართან მდებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში მცხოვრებთათვის, სახელმწიფო დააფინანსებით, შეიქმნება  მერძევეობის თანამედროვე კოოპერატივი და მეცხოველეობის ფერმა 125 ჰა-ზე ფართობზე, სადაც ჩვენ ფერმერებს საშუალება ექნებათ ჰყავდეთ პროდუქტიული ჯიშები, ჰქონდეთ მეტი წარმოება  და შესაბამისად, მიიღონ მეტი შემოსავალი”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ყველაზე მეტი დაცული ტერიტორიები, ბუნების ძეგლები და აღკვეთილები იმერეთშია, რომელსაც განსაკუთრებული  ზრუნვა სჭირდება.

„იმერეთი, ჩვენი ქვეყნის ულამაზესი კუთხეა, გამორჩეულია თავისი ლამაზი ბუნებით და შესაბამისად, ყველაზე მეტი დაცული ტერიტორიები, ბუნების ძეგლები და აღკვეთილები გვაქვს იმერეთში, რომელსაც განსაკუთრებული გაფრთხილება, ზრუნვა სჭირდება. რომელსაც აქვს პოტენციალი იმისა, რომ მეტი შემოსავალი, მეტი კეთილდღეობა მოუტანოს ჩვენ ოჯახებს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში მეტი წვლილი შეიტანოს. სწორედ ამიტომ, 2012 წლიდან დღემდე, 15 მლნ ლარზე მეტი, მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა დაცული ტერიტორიების აღდგენა – შენარჩუნებისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მისი დავალებით, გვაქვს ამბიციური გეგმა,  მთელი ქვეყნის დაცულ ტერიტორიებში, დამატებით, 3 000 კმ-ის ბილიკების რეაბილიტაცია და ახალი ბილიკების გაყვანა მოვახდინოთ. ამისთვის, ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია თანხები,  უკვე დაწყებულია სამუშაოები,  რომელიც 2022 წელსაც გაგრძელდება და ამისთვის, 20 მლნ ლარს დავხარჯავთ“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი
ახალი ამბები

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი

15:44 07-08-2025
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

14:22 07-08-2025
თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved