პიანისტ ლექსო თორაძეს საქართველოში დაკრძალავენ.
ლექსო თორაძის გადმოსვენების დეტალები ზუსტდება. ვარაუდობენ, რომ პიანისტს საქართველოში ორშაბათისთვის გადმოასვენებენ.
პიანისტი ლექსო თორაძე 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუსიკოსი 1983 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, სადაც საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ლექსო თორაძე თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ პიანისტად არის აღიარებული.
კომენტარები