• რეკლამა
  • კონტაქტი
04:45, შაბათი, 14 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლელოს ინიციატივა – 100 დღე” – პარტიამ პრეზენტაცია გამართა და ის პროექტები წარადგინა, რომელსაც არჩევნების შემდეგ განახორციელებს

ალია ავტორი - ალია
18:55 10-22-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

“თბილისი მარიოტში” “ლელომ” პრეზენტაცია გამართა, რომელიც მოიცავდა ყველა იმ ინიციატივას, რასაც პარტია განახორციელებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.  
 
პრეზენტაციას “ლელოს” ლიდერები ესწრებოდნენ, რომლებმაც საზოგადოებას “ახალი მარშალის გეგმის” მიხედვით პირველი 100 დღის ანონსი გააცნეს. 

ლელო „მარშალის გეგმის“ განხორციელებას დაიწყებს საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებისთანავე.  

პარტია პირველი 100 დღის განმავლობაში მიიღებს  60-მდე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და საკანონმდებლო გადაწყვეტილებას, რამაც სათავე უნდა დაუდოს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას და უსწრაფეს მოდერნიზაციას. მათ შორის „ლელო“ ყველაზე უფრო გადაუდებელად თვლის შემდეგი სამი პრობლემის მოგვარებას:  
  
1. მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის ფინანსური ტვირთის შემსუბუქება. რაც მოიაზრებს პარლამენტის, მთავრობის და ეროვნული ბანკის ერთობლივი ძალისხმევით მექანიზმის შექმნას, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს ყველა მოქალაქეს, მცირე და საშუალო ზომის კომპანიას და მცირე მეწარმეს, რომელთაც პანდემიის და არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისის გამო შეექმნათ საკრედიტო ვალდებულების მომსახურების პრობლემა, მოახდინონ თავიანთი ვალდებულების რეფინანსირება, მინიმუმ 6 ან 12 თვიანი საშეღავათო პერიოდით. 

2. კოვიდის სწორი მართვა – კოვიდის პირობებში ქვეყნის სწორად სამართავად „ლელო“ დაეყრდნობა ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს, რომლებსაც „ოცნების“ მთავრობა ვერ ასრულებს უუნარობის გამო და ამახინჯებს პარტიულ-საარჩევნო მიზნების გამო. კოვიდთან გასამკლავებლად გადამწყვეტი იქნება სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში და განხორციელებაში სპეციალისტების, პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების რაც შეიძლება ფართო ჩართულობა, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა. 

3. სასამართლოსადმი ნდობის გაზრდა ლონდონის არბიტრაჟის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმასთან ერთად და ინსტიტუციურ ბაზაზე დაყრდნობით, შეიქმნება საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო, რომელიც დაკომპლექტდება უცხოელი და უმეტესად ქართველი მოსამართლეებით, საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე ბიზნეს ადვოკატების წრიდან. ახალი სასამართლო ინსტიტუტის შექმნით გაიზრდება უცხოელი ინვესტორების ნდობა საქართველოსადმი; ქართულ კომპანიებს მიეცემათ დავების გადაწყვეტის ალტერნატიული, ხელმისაწვდომი და სანდო საშუალება; საქართველოს სასამართლო სისტემა აღმოჩნდება კონკურენტულ გარემოში; საქართველოს ტერიტორიაზე დამკვიდრდება სასამართლოსა და მოსამართლის თანამედროვე სტანდარტი, როგორც ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის მიღწევადი ორიენტირი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved