“ლელოს” დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა. დელეგაციის წევრები, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების 1 წლისთავისადმი მიძღვნილ რადას საგანგებო სხდომას დაესწრებიან. 3 დღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება უკრაინის მმართველი პარტიისა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან.
ასევე, შეხვედრები იგეგმება ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთანაც.
“ლელოს” დელეგაციიის შემადგენლობაში მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია არიან.
კომენტარები