• რეკლამა
  • კონტაქტი
13:21, ხუთშაბათი, 12 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ლელოს ბოლომდე გავიტან“ – რას უყვება „ალიას“ დიმიტრი ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
17:38 09-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

ირინე გოგოსაშვილი, „ალია“

ცოტა ხნის წინ ,,ალიამ“  ექსკლუზიურად გამოაქვეყნა დიმიტრი ლორთქიფანიძის ინტერვიუ, სადაც მან ვრცლად ისაუბრა იმ სახელმწიფო დანაშაულზე, რომელიც დავით გარეჯის  სამონასტრო კომპლექსის  ნაწილის აზერბაიჯანისთვის გადაცემას უკავშრდებოდა! მან ღიად ამხილა ამ დანაშაულში სასაზღვრო დეპარტამენტი, ბადრი ბიწაძის ყოფილი მოადგილე ეკა გიგაური, ვანო მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა! უფრო მეტიც, „ალიასთან“ საუბარში ისიც განაცხადა, რომ არც ილიჩოვა და არც მელაშვილი არანაირ სამეცნიერო ხარისხს  არ ფლობდნენ და მათი მეცნიერებად მოხსენიება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა! სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო გახდა ბოლო დღეების თავდასხმის ობიექტი.

„ალიას“ ესაუბრება დიმიტრი ლორთქიფანიძე:

„2021 წლის 14 სექტემბერს სამა სატელევიზიო კომპანიამ „ტვ პირველმა„ „მთავარმა“ და „ფორმულამ“ ერთობლივად გაავრცელეს დადგმული ვიდეოსიუჟეტი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მათ ხელთ არსებული ე.წ. ფაილების მიხედვით მე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ვგეგმავდი ივერი მელაშვილის ლიკვიდაციას და ვიყავი ამ დანაშაულის ორგანიზატორი(!), შეყვანა აღნიშნული დანაშაულებრივი ცილისწამებისა და არნახული ბრალდების მოსმენის შემდეგ ჩავნიშნე პრესკონფერენცია დღეს,  15 სექტემბერს 11 საათზე საინფორმაციო სააგენტო „მთავარში” და ვამხილე აღნიშნული მედიასაშუალებების მესვეურები დადგმულ ცილისმწამებლურ ფაბრიკაციაში, რაც თავის მხრივ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373 ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, ვინაიდან სახეზეა დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა.

 მუხლი 373. ცრუ დასმენა 1. დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე. 2. იგივე ქმედება, თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ანდა ბრალდების მტკიცებულების ხელოვნურად შექმნა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება: ა) ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით; ბ) რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.!

 – თქვენ დღევანდელ პრესკონფერენციაზე  თქვით, რომ დაუყონებლივ მიმართავდით პროკურატურას და პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ სწორედ  პროკურატურაში გაემართებოდით! იყავით და დაწერეთ განცხადება?

  –  კი ბატონო გახლდით -შესაბამისი მოთხოვნით, მივმართე კიდეც საქართველოს გენერალურ პროკურატურას, სადაც განმიმარტეს, რომ დამიკავშირდებიან სათანადო დროს თბილისის საქალაქო პროკურატურიდან და იქონიებენ რეაგირებას!

– როგორ ფიქრობთ, რამდენად სწრაფად გამოიძიებენ  ფაილების საქმეს და მართლაც დასჯიან დამნაშავეებს?

– ვერაფერს გეტყვით, დრო გვაჩვენებს, მაგრამ პირადად მე რომ ამ საქმეს არ მოვეშვები და ლელოს ბოლომდე გავიტან, ამას ნამდვილად გპირდებით!

თეგები: დიმიტრი ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი
ახალი ამბები

ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი

12:19 02-12-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:58 02-12-2026
რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი
ახალი ამბები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი

15:36 02-11-2026
თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა

14:48 02-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved