• რეკლამა
  • კონტაქტი
20:19, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლელო” მოლაპარაკებებში ღარიბაშვილის პირისპირ არ დაჯდება – საბა ბუაძე

ალია ავტორი - ალია
16:00 03-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, „ლელოს“ პოზიცია უცვლელია:

„ჩვენი პოზიცია იგივეა. ჩვენ დღეს შევიტანეთ პროკურატურაში განცხადება შოკისმომგვრელი ძალადობის ეპიზოდების გამოძიების მოთხოვნით. ღარიბაშვილთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია გაცხადებული გვაქვს და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ღარიბაშვილს და ასეთ საშიშ კრიმინალურ ეპიზოდებში შესაძლო გარეულ ადამიანებს ნუ აქცევენ მოლაპარაკებისთვის საფრთხის შემცველ ფაქტორად და განხეთქილების ვაშლად. „ლელოს“ პოზიცია რჩება იგივე, ჩვენ ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ ვაპირებთ. ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, არ მოხდეს ისე, რომ ღარიბაშვილის ფაქტორით, რომელიც ამ მოლაპარაკებებში ისედაც არ მონაწილეობდა, საფრთხე შეექმნას მოლაპარაკებებს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და მივმართეთ განცხადებით. ვიდრე არ დადგინდება ამ საკითხზე ჭეშმარიტება, მნიშვნელოვანია, ღარიბაშვილი გაიწიოს დაკავებული თანამდებობიდან და არ შეუქმნას საფრთხე გამოძიებას. ღარიბაშვილი არ უნდა გადაიქცეს მოლაპარაკებების ჩაშლის საფუძვლად. „ლელო“ ღარიბაშვილის პირისპირ არ დაჯდება.

ზუსტად იმიტომ, რომ არ დაემუქროს საფრთხე მოლაპარაკებების პროცესს, ადამიანი, რომელიც, დიდი ალბათობით, მონაწილეობს მრავალეპიზოდიან სისხლის სამართლის დანაშაულში, არ უნდა გახდეს მოლაპარაკებების ჩაშლის საფუძველი. ამიტომ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში ღარიბაშვილს ნუ გადააქცევენ განხეთქილების ვაშლად.

რაც მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველა ერთად ვითხოვთ პოლიტიკური დევნის დასრულებას და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას. ტაქტიკურ საკითხებთან დაკავშირებით შესაძლოა, გვქონდეს განსხვავებული პოზიცია, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მოლაპარაკებებს უნდა შეექმნას საფრთხე, მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. ზუსტად იმიტომ, რომ მოლაპარაკებებს არ შეუქმნას საფრთხე და ისედათ რთული ფონი არ გაართულოს, ღარიბაშვილი და კრიმინალურ ეპიზოდებში დიდი ალბათობით მონაწილე ადამიანები არ უნდა იყვნენ მოლაპარაკებებისთვის საფრთხის შემცველი ფაქტორი.

ჩვენ ველოდებით, რომ საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდეს. ზუსტად ამიტომ გადავწიეთ 13 მარტს დაგეგმილი აქცია 20 მარტისთვის. ამ აქციასთან დაკავშირებულ დეტალებს საზოგადოებას მომავალში აუცილებლად მივაწოდებთ, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს აქცია ძალაში რჩება“

თეგები: საბა ბუაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved