• რეკლამა
  • კონტაქტი
05:03, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლელა წურწუმიას ქალიშვილი საავადმყოფოში მოხვდა – “გზიდან ვურეკავდი, არ მომატყუოთ, ხომ ცოცხალია-მეთქი“

ალია ავტორი - ალია
15:24 06-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
103

ლელა წურწუმიას ქალიშვილს, ავტობუსში მგზავრობისას, კოლაფსი დაემართა. ლელას მარიკოს ნომრიდან ავტობუსის კონდუქტორი დაეკონტაქტა და ეს ინფორმაცია ამცნო. ამის შესახებ მომღერალი „პრაიმტაიმს“ უყვება.

ლელა წურწუმია: – სულ ვამბობ, ქვეყანა კეთილ ადამიანებზე დგას-მეთქი.

მარიკოს ტრანსპორტში კოლაფსი დაემართა. რეკავს მისი ნომერი და უცებ, კაცის ხმა მესმის: ავტობუსის კონდუქტორი ვარ, თქვენმა შვილმა გონება დაკარგა, წევს, ავტობუსი ჩამოვცალე, დიდუბეში ვართ გაჩერებული, სასწრაფოს გამოვუძახეო… ამ კაცის ნათქვამი ნაწილ-ნაწილ მესმოდა. არ გიყვებით რა მომივიდა, რა ჯოჯოხეთი გადავიტანე…

გზაში საცობები, იქამდე როგორ მივედი, არ მახსოვს. თან გზიდან ვურეკავდი, არ მომატყუოთ, ხომ ცოცხალია-მეთქი? რომ მივედი, სასწრაფო იყო მისული. როგორც აღმოჩნდა, რომ წაქცეულა, მგზავრს დასცემია ზემოდან. ქალებს კალთაზე გადაუწვენიათ, ყურები დაუზელიათ. ამ კონდუქტორს დაუცლია ავტობუსი. მოუტანა წყალი, წამალი, სასწრაფო გამოიძახა…

სასწრაფოს მანქანაში შევვარდი. მარიკო იწვა, ჟანგბადი მოვხსენი და მინდოდა ხმა გაეცა ჩემთვის. ხმა გამცა და პირველად მაშინ მომეშვა.

კონდუქტორს მადლობა კი გადავუხადე, მაგრამ იმ საშინელ წუთებში, ისეთი მადლობა ვერ ვუთხარი, როგორსაც იმსახურებდა. ამიტომ თქვენი მეშვეობით, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს შვილს ასეთი ყურადღება მიაქცია.

მერე გერმანულ ჰოსპიტალში, სამ საათში ყველა ანალიზის პასუხი ხელში მეჭირა და დიდი მადლობა მედპერსონალსაც.

გამოცდების პერიოდი აქვს და ხომ იცით, რა სტრესულია სტუდენტისთვის ეს დრო. თან კარგი სტუდენტია, პასუხისმგებლიანი, კარგი გოგოა.

ემოციურია, თან მშიერი იყო, უძინარი… როგორც ჩანს, ავტობუსში ჰაერიც არ იყო და გონება დაკარგა…

ასეთ დროს ხვდები, რომ… ყველაფერი უცებ უფერულდება და აზრს კარგავს. ახლა კარგად არის. მადლობა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved