• რეკლამა
  • კონტაქტი
16:08, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

ალია ავტორი - ალია
13:38 11-03-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

ჰორეკა სექტორი – სასტუმროები, რესტორნები და კაფეები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიხედვით, ამ ინდუსტრიაში დასაქმებულთა 55%-ზე მეტი ქალია, თუმცა მათი უმეტესობა კვლავ დაბალ ან საშუალო პოზიციებზე მუშაობს, მაშინ როცა მენეჯერული თანამდებობები ხშირად კაცების ხელშია.

 

განსხვავებულია Marriot-ის ბრენდის ქვეშ შემავალი Le Meridian Batumi-ს შემთხვევა, სადაც ხელმძღვანელი პოზიციების 80% ქალებს უჭირავთ. გლობალური ინიციატივის ფარგლებში, ქალი ლიდერების გუნდიც შეიქმნა, რომელსაც 40-მდე წევრი ჰყავს და ერთი წლის განმავლობაში,  თავიანთი აქტივობებით, ბევრ ქალს დააჯერეს საკუთარი შესაძლებლობები.

 

ამასთანავე, თუ ოქტომბერში სასტუმრო Le Meridian-ს ეწვევით, მომღიმარი პერსონალის სამოსზე აუცილებლად შენიშნავთ ვარდისფერ ბაფთას. აქ დასაქმებული ქალებისთვის, ძუძუს კიბოს ყოველწლიური უფასო გამოკვლევები სასტუმროს სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი კომპონენტი და უკვე  6–წლიანი ტრადიციაა.

 

ამ კომპლექსური მიდგომის გამო, Le Meridian Batumi თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული გახდა,გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის.

 

“როდესაც აპლიკაციის შევსება დავიწყე, არ მიფიქრია,რომ გავიმარჯვებდით. მაგრამ, როდესაც კითხვებს ჩავუღრმავდი, აღმოჩნდა, რომ თითოეულ მათგანზე მქონდა დამაჯერებელი პასუხი. ეს კი ცალსახად ნიშნავს იმას, რომ საქმეს სწორად ვაკეთებთ. ჩვენ ამას ვუყურებთ, როგორც ეროვნულ ჯილდოს და დიდი მოტივაციაა, პროცესი უკეთესად წარვმართოთ”,– გვიყვება სასტუმროს HR დირექტორი, ნათია სტამბოლიშვილი.

 

ემოციური ინტელექტი, სერვისზე ორიენტირება და დეტალებისადმი  ყურადღება ის უნარებია, რაც ქალებს განსაკუთრებით გამოარჩევთ ამ სექტორში. ნათია ამბობს, რომ სასტუმროში  ყველა თანამშრომლისადმი მიდგომა თანაბარია, მათი სქესის, ასაკის და მრწამსის მიუხედავად.

 

„ჰორეკა სექტორში ყველაფერი სიყვარულზეა აგებული. თუ არ გიყვარს ეს საქმე, დიდხანს ვერ გაჩერდები. უნდა გქონდეს მოტივაცია და  მამოძრავებელი ძალა“.

 

მისივე თქმით, სასტუმროს წარმატება მხოლოდ მენეჯმენტის დამსახურება არაა.

 

„რომ გააჩეროთ აქ დასაქმებული ნებისმიერი ადამიანი, ჭურჭლის მრეცხავი თუ გენერალური მენეჯერი, ორივე გეტყვით, რომ თითოეული მათგანი უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებს და მათი როლი სასტუმროში გადამწყვეტია. ეს ნამდვილად სიმართლეა. რომელიმე რომ გამოაკლო, სისტემა ვერ იმუშავებს“,-გვიყვება ნათია.

 

Le Meridian Batumi-ს მაგალითი აჩვენებს, რომ თანასწორობა მაშინ ხდება რეალობა, როცა ის ყოველდღიურ პროცესად იქცევა–  არა მხოლოდ ქაღალდზე გაცხადებულ პოლიტიკად, არამედ– სწორ ღირებულებად.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved