ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია წერს, რომ პრემიერმინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე მარტის აქციების მონაწილეების დემონიზებას ცდილობენ და ლაზარე გრიგორიადისის შემთხვევით ამ განზრახვის რეალიზება უნდათ. ლომჯარიას თქმით, საჯარო მტკიცებულებებში არ ჩანს, რომ აქტივისტმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ისროლა.
“პირველ რიგში, ის, რომ ლაზარემ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა, საჯაროდ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ ჩანს. ამასთანავე, ირღვევა ლაზარეს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რადგან ირაკლი კობახიძემ ის უკვე შერაცხა მოძალადე ახალგაზრდად, გამოიყენა ბრალდებულის მიმართ სიძულვილის ენა. ჯერჯერობით რაც ზედაპირზეა, პრემიერის და მმართველი პარტიის ლიდერის მხრიდან ადგილი აქვს აქციის მონაწილეების დემონიზების პოლიტიკურ განზრახვას, რისი რეალიზებაც ლაზარეს შემთხვევაში უნდათ რომ მოახდინონ”, – წერს ლომჯარია.
კომენტარები