• რეკლამა
  • კონტაქტი
01:39, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოს ტერიტორიაზე მიღება არის ქვეყნის ღალატი – ხაბეიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:38 05-20-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
119

სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოს ტერიტორიაზე მიღება არის როგორც მორალური, ისე სამართლებრივი აბსურდი და ქვეყნის ღალატი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი წერს.

ხაბეიშვილი ხელისუფლებას მიმართავს, ნუ „ცდის ქართველი ხალხის მოთმინებას“.

მისი ინფორმაციით, „ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე პროტესტისას პოლიციამ დააკავა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აქტივისტები. ის პოლიციას მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

„ყვარელში პროტესტის დროს – დაკავებულია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი – დიმიტრი ჩიქოვანი, საგარეჯოს საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით დიღმელაშვილი, გურჯაანის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ რამაზ ქერეჭაშვილი, ყვარელის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა ღონიაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ტიტე გედენიძე.

ენმ-ის წევრები: გიორგი და ალიკა მირაქოვები, ბექა პაპაშვილი, ლაშა ხუსკივაძე, გიორგი გეწაძე, ნიკა ნარსია. ასევე, დაკავებულები არიან ენმ-ის სხვა წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები – დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ანტიპუტინისტური აქციის მონაწილეები.

ქართველი ხალხის ნება არის ძალიან მარტივი და გასაგები, ჩვენ გვინდა გვქონდეს სახელმწიფო, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, სახელმწიფო, რომელიც მოემსახურება ჩვენი ერის იდენტობის დაცვას და პროგრესს.

წლების მანძილზე, რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების განხორციელებისთვის სამსახურში მრავალი ადამიანი ყოფილა. მათგან ერთ-ერთი გამორჩეული ნამდვილად არის აგერ უკვე 2 ათწლეულის განმავლობაში რუსეთის საგარეო მინისტრი – სერგეი ლავროვი.

ლავროვი, რომელიც მინიმუმ ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში, დაკავებულია მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმის შემზადებით, მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის შელახვით და დამოუკიდებელი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის, ანექსიის პოლიტიკის გატარებით.

სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოს ტერიტორიაზე მიღება არის როგორც მორალური, ისე სამართლებრივი აბსურდი და ქვეყნის ღალატი, რადგან ეს ადამიანები არათუ არ აღიარებენ, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მათი სამსახურია საქართველოს, უკრაინის და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის შელახვა და ოკუპაცია.

ქართველი ხალხი აპროტესტებს საკუთარი ქვეყნის შეურაცხყოფას და საკუთარი იდენტობის, ისტორიის, მომავლის გაქრობის მცდელობას.

ნუ ცდით ქართველი ხალხის მოთმინებას, ისწავლეთ რამე 7-10 მარტის მოვლენებისგან.

ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე”, – წერს ხაბეიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved