„ის ადამიანები რომლებიც ბრაზობდნენ ვითომ წინა ხელისუფლების მიმართ და ახლა არ ბრაზობენ, სინამდვილეში არანაირი ემპათია არც მაშინ არ ჰქონდათ. მათთვის პრობლემა იყო ის რომ ხელისუფლებასთან არ იყვნენ ახლოს, არ იყვნენ ფავორიტთა წრეში… ეს არის შურისძიება მოდერნიზაციაზე. სინამდვილეში სააკაშვილი ვერ აიტანეს… ადამიანი ახლა არის ყოველდღიური წამების ქვეშ… ხაინდრავათი დაწყებული, კიტოვანით დამთავრებული… ფარსიც აღარ არის – ტორესა მოსი ციხეში იჯდეს და თენგიზ კიტოვანი ციხის გარედან აწყობდეს შპანასთან ერთად მიტინგებს, აბსურდიც აღარ ჰქვია, ხალხნო, გონს უნდა მოვიდეთ“, – ამის შესახებ მწერალმა ლაშა ბუღაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
კომენტარები