ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაში 85 წლის მოხუცი დაიკარგა.
გაუჩინარებულ თალიკო მექოშვილს, ახლობლები და ოჯახის წევრები, მეოთხე დღეა ეძებენ.

ქალის ძმისშვილის, ირმა მექოშვილის განმარტებით, მოხუცი 27 აპრილს ჩუმად გავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარავის უნახავს.
„რამდენიმე წლის წინ შვილი გარდაეცვალა და ამის გამო, ფსიქიური პრობლემები შეექმნა. მისი შვილი საკარმიდამო ნაკვეთში მუშაობდა, მოხუცს ეძინა. როდის გავიდა სახლიდან, ვერ გაიგეს. გასულ წელსაც გაუჩინარდა და მეზობელ სოფელში ვიპოვეთ, ახლა ვერსად ვაგნებ“,- განაცხადა მექოშვილმა.
გაუჩინარებული ხანდაზმულის ოჯახმა პოლიციასაც მიმართა, რომელიც თალიკო მექოშვილის სამძებრო სამუშაოებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აწარმოებს.
კომენტარები