ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხიზაში ქალის ცხედარი იპოვეს.
ქალი 85 წლის თალიკო მექოშვილია, რომელიც სახლიდან ათი დღის წინ გავიდა და დაიკარგა.
გარდაცვლილის შვილის, ბიძინა პოსოშვილის განმარტებით, მოხუცის ცხედარს სოფელთან ახლოს მიაგნეს.
გარდაცვლილს ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
კომენტარები