მცირე ზომის თვითმფრინავი PA-28, რომელიც დიდი ბრიტანეთიდან მიფრინავდა, ლა-მანშის სრუტის თავზე გაუჩინარდა, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თვითმფრინავი უორკშირიდან აფრინდა და მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი საფრანგეთი, ლე-ტუკე უნდა ყოფილიყო, თუმცა, მასთან კონტაქტი შეწყდა.
არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავში ორი ადამიანი იყო. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ბრიტანული, ისე ფრანგული მხარე.
კომენტარები