• რეკლამა
  • კონტაქტი
00:39, ორშაბათი, 19 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კვლევა: ქვეყნებში, სადაც ტუბერკულოზის (ბცჟ BCG) აცრა სავალდებულოა, COVID-19-ით სიკვდილიანობის სტატიტიკა დაბალია

ალია ავტორი - ალია
19:37 04-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

წინასწარმა კვლევამ, რომელიც გამოუქვეყნებელი სამედიცინო კვლევების ვებ-პორტალ medRxiv-ზე გამოქვეყნდა, აღმოაჩინა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც სავალდებულოა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრა ბცჟ BCG ( bacillus Calmette-Guerin), გაცილებით დაბალია როგორც ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, ასევე ლეტალური შემთხვევების რაოდენობა.

ამ დროისათვის მინიმუმ ექვს ქვეყანაში მიმდინარეობს ვაქცინის კლინიკური გამოცდა. ვაქცინით ამ ეტაპზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და ასაკოვან ადამიანებს ცრიან, რათა დადგინდეს, შეუძლია თუ არა ვაქცინას მათი დაცვა ახალი კორონავირუსისგან. კვლევის ავტორმა, ნიო იორკის ტექნოლოგიათა ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორმა გონსალო ოტაცუმ თავის გუნდთან ერთად ანალიზზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც გააცნობიერა, თუ რა მდგომარეობა იყო იაპონიაში, რომელსაც სხვა ბევრი ქვეყნის მსგავსად საყოველთაო კარანტინი არ გამოუცხადებია, თუმცა, შემთხვევათა მნიშვნელოვანი ზრდა იქ მაინც არ მომხდარა. ოტაცუს თქმით, მან იცოდა სხვა კვლევების შესახებ, რომლებიც აჩვენებდნენ, რომ  ბცჟ BCG ვაქცინა ადამიანის ორგანიზმს არა მხოლოდ ტუბერკულოზის, არამედ სხვა არაერთი ინფექციისაგან იცავს. ამიტომ მან და მისმა გუნდმა მოიპოვეს მონაცემები სხვა ქვეყნების შესახებაც, სადაც BCG ვაქცინით აცრა სავალდებულოა და მათი Covid-19-ის მაჩვენებლები შეადარეს იმ ქვეყნების რიცხვებს, სადაც ეს აცრა მასიურად არ ტარდება.

აშშ-სა და იტალიაში, რომლებიც ამ ეტაპზე ეპიდემიის ყველაზე მძლავრ კერებს წარმოადგენენ, ბცჟ BCG ვაქცინა სავალდებულო არ არის. იგი რეკომენდირებულია მხოლოდ იმ ადამიანებისათვის, ვინც რისკ-ჯგუფს განეკუთვნება.

ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი ადრე ვაქცინას იყენებდნენ, მაგრამ წლების ან ათწლეულის წინ შეწყვიტეს მისი მოხმარება.

ჩინეთში ბცჟ BCG ვაქცინით აცრა ხდებოდა, თუმცა 1976 წლამდე არც ისე ბევრ ადამიანს ცრიდნენ.

სამხრეთ კორეასა და იაპონიაში, სადაც ვირუსის შეკავება მეტ-ნაკლებად მოხერხდა, ტუბერკულოზზე ვაქცინაცია სავალდებულოა.

ოტაცუ ერთადერთი მეცნიერი არ არის, რომელიც ეძებს კავშირს ბცჟ BCG ვაქცინასა და ახალი კორონავირუსის მიმართ ორგანიზმის მდგრადობას შორის. მსგავს კვლევას ატარებს ნიდერლანდელი ინფექციურ დაავადებათა ექსპერტი, მიაი ნეტეაც, რომლის აზრითაც ტუბერკულოზის ვაქცინა ადამიანის იმუნურ სისტემას ერთგვარ მახსოვრობას უყალიბებს და თუ აცრის შემდეგ რაიმე სახის ბაქტერია ან ვირუსი, რომლეიც ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიასავით იჭრება უჯრებში, თავს დაესხა ორგანიზმს, მას ბრძოლის საშუალება ექნება. “BCG ერთგვარად ,,აარქივებს” საჭირო ინფორმაციას იმუნურ სისტემაში და საჭირო დროს, მისი წყალობით ორგანიზმს ადეკვატური რეაქცია აქვს სხვადასხვა ინფექციებზე.” -აცხადებს ნეტეა. მისი ჯგუფი კვლევას 400 მოხალისე ექიმზე ატარებს, რომლეთა ნახევარიც აცრეს, ნახევარს კი პლაცებო გაუკეთეს. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, პირველად შედეგებს ორ თვეზე ადრე არ უნდა ველოდოთ. ნეტეას თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბცჟ  BCG ვაქცინის ეფექტურობა დამტკიცდება, აცრების ჩატარებას დრო დასჭირდება. დრო დასჭირდება მიმდინარე კვლევებს და კლინიკურ გამოცდებსაც, სწორედ ამიტომ ამ ეტაპზე ვირუსთან ბრძოლის მთავარ საშუალებად სახლში დარჩენა და სოციალური დისტანცირება რჩება.

ამ ეტაპზე კვლევები ამ მიმართულებით ნიდერლანდებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, დანიაში, ავსტრალიასა და გერმანიაში მიმდინარეობს.

„ფორტუნა“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved