ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატი ელდარ (ლუკა) კურტანიძე, რომელიც სასამართლომ ოჯახში ძალადობის ნაწილში დამნაშავედ ცნო, ხოლო საკუთრების მფლობელობის დარღვევისა და ნივთის დაზიანების ნაწილში გაამართლა და 7 თვე მიუსაჯა, ციხიდან ერთი თვის წინ გათავისუფლდა. რამდენიმე დღის წინ მან წერილი გაავრცელა, სადაც ახსენა მეორე მეუღლეც და შვილებიც, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან და როგორც ქეთი ყველაშვილი ყვებოდა, სანამ ლუკას მესამე ცოლმა, საკუთარი წილიდან ფართი არ აჩუქა, მხოლოდ ერთი სარდაფს ფლობდნენ. კურტანიძუს წერილს, სოციალურ ქსელში, ქეთი ყველაშვილი ეხმაურება და წერს:
#კურტანიძელუკა შე არაკაცო მთელი ცხოვრება რომ სირაქლემის მდგომარეობაში ხარ და სხვებს აბრალებ ყველაფერს…. ვინ გაიძულა რომ #ნოესულაბერიძეთან შვილები უარყავი…. ხათუნა მიქაცაძემ შე ფარისეველო?? ხმას როგორ იღებ ….არ გაბედო ჩემი შვილების ხსენება, თორემ თვალებს ამოგთხრი….შენ რა კაცი და მამაც ხარ პირველ რიგში მე და ჩემმა შვილებმა ვიცით და არ გაბედო ხსენება მათი….!!!
ცილს ვის სწამებ შე კაცის არამსგავსო… რომ მოგვისიე შენი ტიკტოკერა ნაშა ფულზე და ოქროზე გაყიდული #მეფარიშვილისოფია ცოტაღა აკლია სოფიობა, როგორ გაბედეთ ჩემი და ჩემი შვილების ხსენება….ეხლა მისი ძმა დაიყენე დიდებულ დამცველად #ივანემეფარიშვილი ცოტა დაოკდით და მიხედეთ თავებს და არ გაბედოთ ჩემი და ჩემი შვილების ხსენება პირუტყვებო….
არც კი გრცხვენია კურტანიძე არაფრის ფასი არ გაქვს რაც იყავი ისიც აღარ ხარ….უფალი სამართლიანია და იმას იმკი, რაც დათესე!!!!!
ცნობისთვის, 2025 წელს ქეთი ყველაშვილმა “ამბებთან” თქვა, რომ იგი ლუკას მეორე მეუღლე იყო და 2 შვილი ჰყავს მისგან, რომლებსაც მარტო ზრდის და სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან, რადგან, კურტანიძემ ქონება გადამალა.
იგი ყვებოდა, რომ ტაძარში გაიცნო კურტანიძე და პირველ მეუღლეს უკვე გაშორებული იყო. თუმცა, მეორე ცოლთან ერთად ცხოვრების პერიოდში, პირველი ცოლისგანაც შვილი შეეძინა.
“ლუკა მიყვებოდა, რომ მისი პირველი მეუღლე მორჩილად ცხოვრობდა ბოდბის მონასტერში და მის სამ შვილს, ლუკას და პატრონობდა.
ის მართლა მორჩილად იყო, შემდეგ მე და ლუკას ბავშვი რომ შეგვეძინა, მითხრა, რომ ჩამოვიდა, სახლში, შვილებთან დაბრუნდა. მაპატიოს მან, მის შესახებ რომ ვსაუბრობ.. საბა რომ გამიჩნდა, სამი თვის იყო, როდესაც მითხრა, რომ მისი პირველი მეუღლე ნანა, მისგან ორსულად იყო. ისეთი სტრესი მივიღე, რომ ერთი კვირა ლოგინიდან ვერ ვდგებოდი” – ჰყვება ის.

ქეთი გამოცემასთან ჰყვებოდა იმაზეც, რომ ბავშვებთან ერთად, მუდმივ სტრესში იყო:
“ორი და სამი წლის ბავშვებს ღამით, ოთახს უკეტავდა და არ მქონდა უფლება შევსულიყავი შვილებთან. საბა რატომ გაეკარა მის ველოსიპედს, ბავშვი წკეპლით სცემა. ალბათ მისი ფსიქიკა იყო ასეთი. 6 თვის იყო საბა, ჭამა რომ გადაუცდა და ტირილი დაიწყო, ამაზე გაბრაზდა და ჩაარტყა ბავშვს. ძგიდე ახლაც გამრუდებული აქვს ცხვირზე. მითხრა, რომ შენ თქვი ბავშვი გადმოგვარდა საწოლიდანო..”
რაც შეეხება სოციალურად დაუცველის სტატუსს, ქონების გადამალვას და ცხოვრებას კურტანიძესთან დაშორების შემდეგ, ქეთი ასე იხსენებს:
“დეიდასთან ვიმალებოდი ბავშვებთან ერთად. დაშორების შემდეგ დედასთან დავბრუნდი. ძალიან ვიწროდ ვცხოვრობდი ვთხოვდი, რომ იმდენი სახლები და ფართები ჰქონდა, ჩვენთვის საცხოვრებელი მოეცა.

ბავშვებისთვის არაფერი გაუკეთებია. სასამართლომ მოგვცა გორგასლის ფართი, დანარჩენი გადამალა. დარჩა სარდაფი, რომელიც მოსამართლემ ბავშვებს მიაკუთვნა და ალიმენტი რა თქმა უნდა. საბას მამას ისე ენატრებოდა, სიცხემაც კი მისცა, როდესაც ვწერდი ამაზე პოლიციას მიგზავნიდა სახლში, რომ ოჯახს მინგრევსო.
ოთხ ბანკში მქონდა სესხები, მოგეხსნებათ ბავშვებს რამდენი უნდა. მე ვერ ვმუშაობდი, დამხმარე არავინ მყავდა. დედასაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
ახლა სადაც ვცხოვრობთ, ეს ფართი სარდაფად არის გატარებული. დახმარება ვითხოვე, მივმართე მთავრობის ადმინისტრაციას და მალევე მოვიდნენ, მითხრეს რომ გვერდში დაგვიდგებიან. გოგონას პრობლემები აქვს ფსიქოლოგიური. მეოთხე წელია ვებრძვით ამ მდგომარეობას. ბავშვმა ექიმს სთხოვა მამასთან მინდა გასაუბრება, მენატრებაო. ვცდილობდით კონტაქტზე გასვლა, ექიმი და მე, მაგრამ არ მოგვაქცია ყურადღება. დაგვბლოკა…
მეგონა ის თავისი შვილებისთვის რაღაცას გაიმეტებდა. ერთხელ ერთ-ერთმა ცნობილმა იურისტმა მეჩხუბა, რატომ უკარგავ შენ შენს შვილებს იმას რაც მათია. რატომ ზიხარ და რატომ გიჭირს. ამან გამომაფხიზლა და მაშინ იყო ბანკიდან ბანკში რომ ვფარავდი ვალებს. თავად დამიდგა გვერდში და ის მინიმუმი ალიმენტი დავანიშვნინეთ. ყველაფერი გადასახვისა და ის სარდაფი სადაც ვცხოვრობთ, მოსამართლემ მიანიჭა ბავშვებს. სამგორში ბინა უყიდა თანაცხოვრებისას ბავშვებს, მშენებარეში. დასრულდა თუ არა, მაშინვე გაუყიდა ბავშვებს.
ლუკა კურტანიძის დაკავების შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კურტანიძის ყოფილმა მეუღლემ, ხათუნა მიქაცაძემ, რომელიც ლაკასა და ქეთის დაშორების შემდეგ იყო კურტანიძის მეუღლე, როცა გაიგო ქეთის და მისი შვილების მდგომარეობა, საკუთარი წილიდან ფართი აჩუქა. კურტანიძე და მისი ახალი მეგობარი გოგო (როგორც ქეთი ჰყვება) კი, ამ ფართის უკან დაბრუნებასაც ითხოვენ.
ქეთი ამ ამბავს ასე იხსენებს:
“ხათუნამ დამირეკა, ბავშვებთან დაკავშირებით მინდა შენთან საუბარიო. მითხრა, რომ ბავშვებს მინდა ჩემი წილიდან ბორჯომში ვაჩუქო რაღაც ნაწილი.
ჩვენც გვემუქრებოდა მაგ სახლიდან გაგყრითო. ეს მას შემდეგ, როდესაც გაიგო, რომ ხათუნამ გადმოგვიფორმა და ბორჯომის სახლის მეწილე ვიყავი. ვერ გავიგე, რატომ ან რა უფლებით მეჩხუბებოდა. რატომ უნდა მეთქვა უარი, კიდევ რომ მაჩუქოს ვინმემ, რატომ უნდა ვთქვა უარი. ქობულეთის სასტუმრო მის სახელზეა, ასევე მანქანა. თავად ირიგონ ქონება, გუშინდელმა თვითმარქვია ცოლებმა და მე ორი შვილი ვარ, მოვიდნენ და დაინტერესდნენ რა მდგომარეობაში ვცხოვრობთ.”
“დაამტრვია რკინის 5 კარი, გამხეცებული მამცირებდა” – ლუკა კურტანიძის წერილი














კომენტარები