კუნძულ ზმეინზე უკრაინელმა სამხედროებმა “ბაირაქთარით” კიდევ ერთი რუსული ვერტმფრენი MI-8 გაანადგურეს – ვიდეოს ოპერატიული სარდლობა “სამხრეთი” ავრცელებს.
კადრებში ჩანს, როგორ ეცემა ჭურვი ვერტმფრენს, შემდეგ კი ის ფეთქდება. ტექნიკასთან ერთად დაიღუპა დესანტიც.
UNIAN-ის ცნობით, უკრაინელი სამხედროები ოკუპანტებს შავ ზღვაში მდებარე კუნძულზე პოზიციების განმტკიცების საშუალებას არ აძლევენ. ამავე კუნძულთან უკრაინულმა მხარემ გაანადგურა 3 კატერი, რომელიც რუსულ ფლოტს ეკუთვნოდა.














კომენტარები