• რეკლამა
  • კონტაქტი
08:02, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკელები ზელენსკიზე ახდენენ ზეწოლას“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
19:26 11-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
303

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი საგარეო საკითხებში, სოსო ცინცაძე.

– თქვენი და ბევრი სხვა ექსპერტის პროგნოზი მართლდება, რომ ომი დიდხანს გასტანს. რუსეთი უკრაინის ბოლომდე ამღები არ არის, უკრაინა კი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე ხელს არ აიღებს…

– კი, ომის დასრულების პირი ჯერ  არ უჩანს, ისევ ვფიქრობ, გაგრძელდება, მაგრამ  ახლო მომავალში არაფერია გამოსარიცხი. რუსეთი ითხოვს მოლაპარაკებას, ზელენსკი უარეზეა. ევროპელები ლაპარაკობენ, ეს ზელენსკი ჯორზე შეჯდა, მოლაპარაკებაზე არ მიდის, დაუჯდეს იმ პუტინს, გაიგოს მაინც რას სთავაზობსო. ახლა გავრცელდა კულუარულად ინფორმაცია, რომ ამერიკელები ზელენსკიზე ახდენენ ზეწოლას, ეუბნებიან, დასთანხმდი მოლაპარაკებებს, დაიწყეთ ეგ პროცესი თუნდაც ყველაზე დაბალი დონიდან. რუსეთის პირობებს ნუ დასთანხმდები, თუ საჭიროდ ჩათვლი და თუ უკრაინისთვის არახელსაყრელი პირობებს შემოგთავაზებენ,  ჩაშალე მოლაპარაკებები, მაგრამ ისე ნუღარ გამოჩნდება, რომ მარტო შენ ხარ ომის მომხრეო. ეს წამგებიანი პოზიციაა ზელენსკისთვის, რადგან უკრაინელები ამას ცუდად გაუგებენ, მით უმეტეს, ხერსონის, ფაქტიურად, დაბრუნების მერე. თუმცა,შეიძლება წავიდეს ამაზე  ზელენსკი და გარკვეული დროით საბრძოლო მოქმედებები შეჩერდეს.

ბოლოს, ერთ მნიშვნელოვან მოვლენაზე შევაჩერებ „ალიას“ მკითხველის ყურადღებას. ეგვიპტეში, კურორტ შარმ-ელ-შეიხში, გაერო-ს კლიმატის სამიტი გაიმართა, სადაც ჩვენი პრემიერიც გაემგზავრა. სამიტში 124 ქვეყნის მთავრობის მეთაური მონაწილეობს. ეს სამიტი, ორი რამით არის საყურადღებო. ერთი, რომ საკითხი იმას ეხება,  ჩვენი პლანეტა იქნება თუ არა  მომავალში საცხოვრებლად ვარგისი. თუ არაფერი შეიცვალა, პლანეტა საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდება. კლიმატი კატასტროფული სიჩქარით იცვლება დედამიწაზე. 2015 წელს გაიმართა ანალოგიური სამიტი, სადაც 174 ქვეყანა მონაწილეობდა და მაშინ გადაწყდა, რომ  2030 წლამდე  ტემპერატურის მატება 1.5 გრადუსს არ უნდა გადასცდენოდა და 2050  წლისთვის უნდა განულებულიყო. ცხადია, ყველა ქვეყანას უნდა გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები, რომ ამისთვის მიეღწიათ. თუმცა, უმეტესობამ ხელი არ გაანძრია და უარესად დააბინძურა გარემო. მაშინ ამ სამიტის გადაწყვეტილებას ხელი არ მოაწერა მსოფლიოს ორმა ყველაზე  დიდმა დამაბინძურებელმა ქვეყანამ – ამერიკამ და ჩინეთმა. ახლა უკვე იცი,  რამდენით მოიმატა ტემპერატურამ? 2, 5  გრადუსით.  ეს კი იწვევს სტიქიურ მოვლენებს – ხანძრებს, ცუნამს, ქარიშხალს, აუტანელ სიცხეებს, რის გამოც ხალხი იხოცება.ეგვიპტესა და აფრიკაში თოვლი მოვიდა, მეტი რაღა გინდა?  ევროპაში თბილი შემოდგომაა და უხარიათ, რა კარგია, ამ გაძვირებულ გაზს ცოტას დავხარჯავთო. ეკოლოგებმა კი განგაში ატეხეს, ეს სითბო სამომავლო  კატასტროფის მომასწავებელიაო. სამიტის მეორე და სადღეისოდ საკითხი ის არის, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა ეკოლოგიურად უფრო სახიფათო გახადა მსოფლიოს კლიმატი და ეს გარემოს  დაბინძურების საკითხია. რუსეთ-ევროპის ენერგეტიკულმა ომმა, ევროპას რუსულ გაზზე უარი ათქმევინა, ევროპელები იძულებულნი გახდნენ, გაეხსნათ დახურული შახტები და მაღაროები და დაეწყოთ ქვანახშირისა და სხვა წიაღისეული ენერგორესურსების მოპოვება, გაჩერებული ატომური სადგურების ამუშავება ასევე,  ეს კიდევ უფრო დიდი საფრთხეა მსოფლიოსთვის. მოკლედ, მსოფლიოს წამყვანი ეკოლოგები, რუსეთ-უკრაინის ომის სასწრაფოდ  შეწყვეტას ითხოვენ.  მსოფლიო ეკოლოგიის კუთხით კიდევ უმრავი პრობლემა აქვს, მაგრამ არავინ ელოდა, რომ გაერო-ს კლიმატის სამიტიც კი  რუსეთ-უკრაინის  ომის კონტექსტში ჩაივლიდა.

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved