• რეკლამა
  • კონტაქტი
00:49, შაბათი, 12 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კულტურის სამინისტროს დაფინანსებით რეზო ამაშუკელზე ფილმს გადაიღებენ

ალია ავტორი - ალია
10:33 11-04-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
363

კულტურის სამინისტროს დაფინანსებით პოეტ რეზო ამაშუკელზე ფილმი შეიქმნება. პროექტისთვის თანხა “კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობის” კონკურსის ფარგლებში გამოიყოფა. ამაშუკელი 2022 წელს გარდაიცვალა.

სამინისტრომ კონკურსის გამარჯვებულების შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა. კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 137 834 ლარს. სამინისტროში სულ შემვიდა 59 განაცხადი, აქედან 13-მა პროექტმა გაიმარჯვა.

კონკურსში გაიმარჯვა შემდეგმა პროექტებმა:

1. „მშვიდობა მსოფლიოს“. ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, გაიმართება ზაზა კილასონიას საავტორო კონცერტი (განმახორციელებელი ფ/პ ზაზა კილასონია);
2. „სალონური საღამოები რეგიონებში – არაყიშვილი 150“. პროექტის ფარგლებში გაიმართება „ბათუმური ლირიკის“ წარმომადგენლების, ოპერის მომღერლების – ანა ლომიაშვილის (სოპრანო), ირაკლი (ერეკლე) გურგენიძისა (ბარიტონი) და საქართველოს დამსახურებული არტისტის, პიანისტისა და კონცერტმაისტერის, ნატალია ჭანტურიშვილის, კამერული კონცერტები. შესრულდება დიმიტრი არაყიშვილის ცნობილი რომანსები და არიები ოპერებიდან. კონცერტები გაიმართება ერედვის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის სააქტო დარბაზში და მცხეთის მუნიციპალიტეტში, წეროვნის #3 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში (განმახორციელებელი ა(ა)იპ „ბათუმური ლირიკა“);
3. ჯანი როდარის ზღაპარი „ჩიპოლინოს თავგადასავალი“. სენაკის თეატრში დაიდგმება სპექტაკლი ზღაპრის მიხედვით (განმახორციელებელი სსიპ ქ. სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი);
4. „უცნობი ოქროს ხანა“. პროექტი გულისხმობს დოკუმენტური ფილმის გადაღებას (განმახორციელებელი ა(ა)იპ ძეგლთა შესწავლისა და პოპულარიზაციის ცენტრი);
5. „დრამატურგიის საავტორო ფესტივალი 2023 – ქართველი ავტორები“. პროექტის ფარგლებში მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში დრამატურგიის ფესტივალი გაიმართება (განმახორციელებელი შპს „ქამელეონი“);
6. „გული ისევ ძველებურად ძგერს“. ცისფერი ტრიოს წევრის, თამაზ სეფერთელაძის, ხსოვნის პატივსაცემად შეიქმნება მცირე მუსიკალური კინოჩანახატი, ნახევრად ნატურალური და ნახევრად ანიმაციური ვიდეოკლიპი (განმახორციელებელი ფ/პ მალხაზ თავართქილაძე);
7. „ხიდი თავისუფალ შემოქმედებით სივრცეში“. პროექტი გულისხმობს სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და ა(ა)იპ საქართველოს კულტურის აკადემიის პარტნიორობასა და თანამშრომლობას, კერძოდ, სამხატვრო აკადემია უსასყიდლოდ ჩაატარებს კონსულტაციებს, რვა სტუდენტი უსასყიდლოდ მიიღებს მონაწილეობას მოხალისეობრივ საწყისებზე, ხოლო სამხატვრო აკადემიის ხუთი სტუდენტის ტრენერ-პედაგოგი სტუდენტებთან ერთად ჩაატარებს შემოქმედებით სამუშაო შეხვედრებს და პლენერ-მასტერკლასებს. პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ. აქ ორჯერ ჩავა შემოქმედებითი ჯგუფი სამუშაო შეხვედრებისა და მასტერკლასების ჩასატარებლად. ასევე შეიძენენ და სკოლას გადასცემენ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების შექმნისთვის საჭირო მასალებსა და ინვენტარს. მერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტერესის მიხედვით განაწილდებიან ფერწერის, გრაფიკის, ქანდაკების, კერამიკის, მოდისა და ტექსტილის დიზაინის თემატურ ჯგუფებში. შექმნილი ნამუშევრები გამოიფინება „არტ ვილა გარიყულას“ სივრცეში (განმახორციელებელი ა(ა)იპ საქართველოს კულტურის აკადემია);
8. „ადამიანი მაინც მარტოა – პოეტ რეზო ამაშუკელის ვიდეოპორტრეტი. შეიქმნება ფილმი პოეტ რეზო ამაშუკელზე (განმახორციელებელი ა(ა)იპ „აპოლონი და ოლიმპია“);
9. „აზერბაიჯანული ხელით ნაქსოვი ხალიჩები – ტრადიციის შენარჩუნება “. პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანელი პროფესიონალი მქსოველები ჩაატარებენ უფასო მასტერკლასებს, მოეწყობა ნამუშევრების გამოფენა (განმახორციელებელი სსიპ მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი);
10. „დაზგური გრაფიკის პოპულარიზაცია“. პროექტით დაგეგმილია დაზგური გრაფიკის პოპულარიზაცია, შიდა და ქვემო ქართლის სოფლებიდან მოსწავლეების თბილისში ტრანსპორტირება და მათთვის ოთხკვირიანი სასწავლო კურსის ჩატარება, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებისთვის (განმახორციელებელი ფ/პ დავით სილაგაძე);
11. ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქორეოექო “. ქორეოგრაფიული ფესტივალი ჩატარდება იმერეთში, საჩხერის კულტურის სახლში (განმახორციელებელი ქ. თბილისის მერიის სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯი);
12.„ვიდეოსტუდიის განვითარება“. პროექტის ფარგლებში შეძენილ იქნება სტუდიის ტექნიკური აღჭურვილობა. (განმახორციელებელი ფ/პ ზურაბ შიოშვილი);
13. „მათ შექმნეს ეპოქა“. შეიქმნება ხელოვნების შესახებ ორი დოკუმენტური ჩანახატი (განმახორციელებელი ფ/პ ნათია ბერიძე).

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
ახალი ამბები

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე

16:07 07-11-2025
სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved