“კულტურა და მეცნიერება იმართება ციხის მეთოდებით” – კულტურის ყოფილი მინისტრი კულტურის ამჟამინდელ მინისტრს უპირისპირდება.
ნიკა ვაჩეიშვილი თეა წულუკიანს კულტურის სფეროს მართვას არაკულტურულ მართვად აფასებს და აცხადებს, რომ “მან შეიძლება სხვანაირი მართვა არც იცის”.
“ეს კულტურის ყველაზე არაკულტურული მართვაა – ასეთი რამ ვინმეს რომ ეთქვა, ყველა შევიცხადებდით და ვიტყოდით, რომ ეს ფილმის ცუდი სცენარია, მაგრამ ეს ჩვენს ცხოვრებაში დადგა. ქალბატონი თეა არ აპირებს, რომ პოზიციებს გადახედოს. შეიძლება მართვის სხვანაირი სტილი არც იცის. პირდაპირ ციხის და კანონსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთის პოზიციით მართვა მიმდინარეობს ჩვენი მეცნიერების, კარგი ხალხის და გადასარევი კულტურული მემკვიდრეობის. “ქართულმა ოცნებამ” მთლიანად უნდა გაიაზროს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება”,- განაცხადა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.
კომენტარები