აღმოსავლეთ კუბაში, გუანტანამოს პროვინციაში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ BBC წერს.
ხუთივე დაღუპული ბორტზე მყოფი პირია. ვერტმფრენი ოლგინიდან გუანტანამოსკენ, მოკლე მანძილზე მიფრინავდა. დაღუპულთა ვინაობა ჯერ არ საჯაროვდება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ბოლო, ყველაზე სერიოზული ავიაკატასტროფა კუბაში 2018 წელს მოხდა. შემთხვევისას 112 ადამიანი დაიღუპა და ერთი გადარჩა.
კომენტარები