კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1 362 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 362 შემთხვევა, აჭარა – 595, იმერეთი – 415, ქვემო ქართლი – 139, შიდა ქართლი – 155, გურია – 84, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 210, კახეთი – 262, მცხეთა-მთიანეთი -59, სამცხე-ჯავახეთი – 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 447 913 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 400 616, გარდაიცვალა 6 084 პაციენტი.














კომენტარები