Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისსა და კახეთში გამოვლინდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1653 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 559 შემთხვევა, აჭარა – 100, იმერეთი – 227, ქვემო ქართლი – 116, შიდა ქართლი – 117, გურია – 35, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 180, კახეთი – 241, მცხეთა-მთიანეთი – 43, სამცხე-ჯავახეთი – 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 602 065 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 570 443, გარდაიცვალა 8 711პაციენტი.
კომენტარები