Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, იმერეთსა და კახეთში გამოვლინდა.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 10 230 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 305 შემთხვევა, აჭარა – 523, იმერეთი – 1 662, ქვემო ქართლი – 541, შიდა ქართლი – 638, გურია – 424, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 779, კახეთი – 842, მცხეთა-მთიანეთი – 218, სამცხე-ჯავახეთი – 208, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 90“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 575 999 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 429 763, გარდაიცვალა 16 981 პაციენტი.
კომენტარები