Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 028 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 228 შემთხვევა, აჭარა – 303, იმერეთი – 450, ქვემო ქართლი – 259, შიდა ქართლი – 207, გურია – 89, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 203, კახეთი – 210, მცხეთა-მთიანეთი – 27, სამცხე-ჯავახეთი – 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 454 065 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 248 242, გარდაიცვალა 15 556 პაციენტი.
კომენტარები