Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში, იმერეთსა და კახეთში გამოვლინდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 191 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 017 შემთხვევა, აჭარა – 89, იმერეთი – 362, ქვემო ქართლი – 146, შიდა ქართლი – 81, გურია – 58, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 140, კახეთი – 162, მცხეთა-მთიანეთი – 64, სამცხე-ჯავახეთი – 52, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 755 046 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 693 129, გარდაიცვალა 10 509 პაციენტი.
კომენტარები