• რეკლამა
  • კონტაქტი
02:12, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 372 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 78 პირი

ალია ავტორი - ალია
12:59 10-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

კორონავირუსის 11 033 აქტიური შემთხვევეიდან 372 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 78 პირი, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ, 21 ოქტომბრის მონაცემებით არსებულ „კოვიდ-19“-ის უახლეს სტატისტიკაზე ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით დადასტურებული გვაქვს 1351 ახალი შემთხვევა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 21 208-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი გახლავთ 337, ხოლო ჯამში 9003 მოქალაქე გამოჯანმრთელდა. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაცვალების 14 შემთხვევა გვაქვს, ხოლო ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 172-ს. დღეს გამოვლენილი 1351 შემთხვევიდან თბილისში დაფიქსირებულია – 445, აჭარაში – 369, იმერეთში – 295, ქვემო ქართლში – 76, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 66, მცხეთა-მთიანეთში – 23, შიდა ქართლში – 23, კახეთში – 20, სამცხე-ჯავახეთში – 18, გურიაში – 15, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ერთი. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა მიმდინარე გვაქვს 11 033, 20 ოქტომბრის მდგომარეობით. მათ შორის: 3071 მკურნალობის კურსს გადის საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში გადანაწილებულია 1520 პირი, ხოლო აჭარაში – 637. მძიმე პაციენტი გვყავს 372 პირი, ხოლო თბილისში მკურნალობის კურსს აქედან გადის – 186, ხოლო აჭარაში – 75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 78 პირი, აქედან თბილისში – 52 პირი , აჭარაში – 11. 1772 პირი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში, საიდანაც 1119 პირი არის აჭარაში, ხოლო 500 – თბილისში. 6 544 მკურნალობის კურსს გადის ბინაზე. ამ ეტაპზე, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4 462 ადამიანი, აქედან თბილისში – 1007, აჭარაში -2215. 6-20 ოქტომბრის პერიოდში საზღვრიდან სასტუმროებში გადაყვანილია 6857 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში გვყავს 21 703 პირი, საიდანაც თბილისში 3599 პირი იმყოფება, აჭარაში – 8808, იმერეთში – 3341. ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც 21 ოქტომბრის მდგომარეობით ასახავს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ქვეყანაში“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved