• რეკლამა
  • კონტაქტი
21:51, ორშაბათი, 30 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კორონავირუსის სიმპტომები შეიცვალა – ჩინელი ექიმების ახალი კვლევა

ალია ავტორი - ალია
17:33 03-08-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

კორონავირუსი დროთა განმავლობაში უფრო „ფარული” დაავადება ხდება და გარეგანი სიმპტომების მიხედვით ადრეულ სტადიაზე მისი გამოვლენა უფრო რთულდება. ასეთი შედეგები აჩვენა ჩინელი ექიმების კვლევამ, რომლის მიხედვითაც ვირუსის კლინიკური სიმპტომები შეიცვალა.

სოციალური მეცნიერებების კვლევის ქსელი (SSRN) საკუთარ პორტალზე აქვეყნებს ექსპერიმენტის შედეგებს, რომელიც ადასტურებს კლინიკური სიმპტომების განსხვავებას. კერძოდ, უხანის უნივერსიტეტის საავადმყოფოში მეცნიერებმა 89 დაავადებული პაციენტი 2 ჯგუფად გაყვეს: პირველ ჯგუფში 31 პაციენტი მოხვდა, რომელთაც დაავადება 16-22 იანვარს დაუდასტურდათ, ხოლო მეორე ჯგუფში კი – 58 პაციენტი, მათ ვირუსი 23-29 იანვარს დაუდასტურდათ.

მეცნიერების განმარტებით, უხანში 89 პაციენტიდან მათ, ვისაც დაავადება მოგვიანებით აღმოაჩდათ, სიმპტომები ნაკლები ინტენსივობით გამოუვლინდათ.

პირველ ჯგუფში მყოფ პირებს სიმპტომებიდან მაღალი სიცხე (შემთვევების 60%-ზე მეტი), მოთენთილობა (41,9%), კუნთების ტკივილი (22,6%) აღენიშნებოდათ. გარდა ამისა, ამ ჯგუფის პაციენტების მესამედს ნახველის გამოყოფა ჰქონდათ. პირველ ჯგუფში მყოფ პაციენტებს (54,2%) ლიმფოციტების დონის ნაკლებობა აღმოაჩნდათ.

რაც შეეხება მეორე ჯგუფში გადანაწილებულ 58 პაციენტს, მათ აღნიშნული სიმპტომები ნაკლებად ჰქონდათ გამოხატული ან საერთოდ არ აღენიშნებოდათ. პირველ ჯგუფთან შედარებით ნახველის გამოყოფა მეორე ჯგუფის წევრების მხოლოდ 6,9% დაუდგინდა.

ამასთანავე ხველა, დიარეა, გულმკერდის არეში სიმძიმის შეგრძნება და გულისრევა ორივე ჯგუფის წარმომადგენლებს აწუხებდა.

მეცნიერების თქმით, დროთა განმავლობაში შესაძლოა, რომ კორონავირუსი იმდენად შეიცვალოს, რომ ჩვეულებრივ გრიპის ვირუსს დაემსგავსოს:

„ამ კვლევების თანახმად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბოლო პერიოდში დაინფიცირებულთა პირველადი სიმპტომები ნაკლებადაა გამოხატული. გარდა ამისა, კორონავირუსის ახალი ტიპი შესაძლოა, რომ დროთა განმავლობაში გრიპის მსგავს ვირუსად იქცეს”, – განაცხადეს მეცნიერებმა.

მკვლევარებმა საზოგადოება გააფრთხილეს, რომ ვირუსი შესაძლოა არ გამოვლინდეს ორგანიზმში დიდი ხნის განმავლობაში. გარდა ამისა, ვირუსი მუტაციას განიცდის და მისი განსხვავებული ფორმები სხვადასხვაგვარად ვლინდება.

კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 100 ათასს გადააჭარბა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 3500-ს აღწევს. ეპიდემიის გაგრძელება ზაფხულშიცაა მოსალოდნელი. საქართელოში კორონავირუსით დაავადებულთა კიდევ სამი შემთხვევა დაფიქსირდა და, სავარაუდოდ, მათი რაოდენობა გაირზრდება.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აჟამად 101 492 ადამიანია დაავადებული კორონავირუსით, რომელთა დაახლოებით 80%-ს ჩინეთში მყოფი პაციენტები შეადგენენ. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულების რაოდენობას, მათმა რიცხვმა 55 ათასს გადააჭარბა.

თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მაიკ რაიანმა თქვა, რომ „იმედი იმის, რომ კორონავირუსი ზაფხულის დადგომასთან ერთად გაქრება, სინამდვილეს არ შეესაბამება”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved