• რეკლამა
  • კონტაქტი
07:41, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კორონავირუსის საწინააღმდეგო გერმანულმა ვაქცინამ მარცხი განიცადა

ალია ავტორი - ალია
12:21 06-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

კორონავირუსის ვაქცინა, რომელიც წარმოებულია გერმანიის CureVac– ის მიერ, კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მხოლოდ 47%-ით ეფექტურია, – “დოიჩე ველეს” ინფორმაციით, ამის შესახებ ფარმაცევტულმა კომპანიამ განაცხადა.

“ვაქცინის საშუალო ეფექტურობა ნებისმიერი სიმძიმის კოვიდ 19-ის დაავადების წინააღმდეგ 47%-ია და არ აკმაყოფილებს წინასწარ განსაზღვრულ სტატისტიკური წარმატების კრიტერიუმებს”, – ნათქვამია კომპანიის მიერ შუალედური ანალიზის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, კვლევა 40 000 მოხალისეზე გამოვლენილ ინფიცირების 134 შემთხვევის საფუძველზე ჩატარდა. CureVac-ი მარცხის მიზეზად ვირუსის ვარიანტებს ასახელებს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ფრანც-ვერნერ ჰაასის განმარტებით, შუალედურმა შედეგებმა აჩვენა, რომ დაინფიცირების 134 შემთხვევიდან ვირუსის თავდაპირველი ვარიანტი მხოლოდ ერთი იყო, დანარჩენი კი ვირუსის სხვადასხვა ვარიანტზე მოდიოდა.

“ეს ხაზს უსვამს მომავალი თაობის ვაქცინების შექმნის აუცილებლობას, ვინაიდან ვირუსის ახალი ვარიანტების წარმოშობა გრძელდება,” – აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა.

CureVac-ის ვაქცინა Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინების მსგავსად mRNA ტექნოლოგიას ეფუძნება. თუმცა, აღნიშნულმა ვაქცინებმა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ 90 %-ზე მეტი ეფექტურობა აჩვენეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ვაქცინის გამოყენება ღირს, თუკი მისი ეფექტურობა 50% -ზე მეტია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved