კორონავირუსის გავრცელების გამო, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) სამოგზაურო გაფრთხილება გამოსცა, რომელიც ამერიკელებს ურჩევს, ისრაელში არ გაემგზავრნონ.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ისრაელისთვის რისკის შეფასება უმაღლეს მეოთხე დონემდე გაზარდა.
უწყება ამერიკელებს მოუწოდებს, თავი აარიდონ ისრაელში ვიზიტს და, თუ მათ ისრაელში მოგზაურობა უწევთ, მოგზაურობამდე სრული ვაქცინაცია გაიარონ.
„მოერიდეთ ისრაელში მოგზაურობას. თუ ისრაელში მოგზაურობა გიწევთ, დარწმუნდით, რომ სრულად ხართ აცრილი. ისრაელში არსებული მდგომარეობის გამო, სრულად აცრილ მოგზაურებსაც კი შეიძლება ემუქრებოდეს COVID-19-ის ვარიანტებით ინფიცირებისა და გავრცელების საფრთხე“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ისრაელში ვირუსის 32 736 აქტიური შემთხვევაა.
კომენტარები