კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3.74 პროცენტია, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 3.2%, ხოლო ბოლო 14 დღის – 4.2%.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 569 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 11 ადამიანი.
კომენტარები