ბელგიის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლების, რესტორნებისა და კლუბების დახურვის ბრძანება გასცა, მაღაზიებმა კი სამუშაო დრო უნდა შეამცირონ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ეს ზომები ძალაში დღეიდან შევიდა და 3 აპრილამდე გაგრძელდება. ქვეყნის პრემიერმინისტრის, სოფი ვილმესის განმარტებით, აფთიაქები და სუპერმარკეტები ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებენ, ჩვეულებრივი მაღაზიები კი მხოლოდ შაბათ-კვირას დაიხურება.
კომენტარები