• რეკლამა
  • კონტაქტი
10:24, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კორონავირუსის დელტა შტამი ჰოსპიტალიზაციის რისკს აორმაგებს

ალია ავტორი - ალია
10:50 08-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

კორონავირუსის დელტა ვარიანტით ინფიცირებული პაციენტები ჰოსპიტალიზაციას ორჯერ უფრო ხშირად საჭიროებენ, ვიდრე ეგრეთ წოდებული ბრიტანული შტამით ინფიცირებულები. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.

მსოფლიო მასშტაბით ექიმები აღიარებენ, რომ დელტას შტამის გავრცელება მძიმე ტვირთს აყენებს ჯანდაცვის სისტემებს.

”შედეგები აჩვენებს, რომ დელტას ვარიანტის გავრცელებამ არავაქცინირებულ მოსახლეობას შორის შეიძლება გამოიწვიოს უფრო დიდი ტვირთი ჯანდაცვის სერვისებზე, ვიდრე ალფა ვარიანტით ინფიცირების შემთხვევებმა”, – ნათქვამია კვლევაში.

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროსა და კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, 2021 წლის 29 მარტიდან 23 მაისის ჩათვლით პერიოდში, ინგლისში კორონავირუსით დაავადებული 43,000-ზე მეტი პაციენტის სამედიცინო ისტორია შეისწავლეს. მათგან 34,656 პაციენტი ალფა ვარიანტით იყო ინფიცირებული, ხოლო 8682 პაციენტი დელტა ვარიანტით.  ამავდროულად, ავადმყოფთა თითქმის სამი მეოთხედი არ იყო ვაქცინირებული, 24% მხოლოდ პირველი დოზით იყო აცრილი, ხოლო 2% სრულად იყო ვაქცინირებული.

მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ინფიცირებიდან 14 დღის განმავლობაში, ჰოსპიტალიზაციის ან გადაუდებელი დახმარების საჭიროება დელტა შტამით ინფიცირებულ პაციენტებში უფრო მეტი იყო, ვიდრე ალფა ვარიანტით ინფიცირებულებში.

გარდა ამისა, იმ დელტა ვარიანტით ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც არ იყვნენ აცრილნი ან რომელთა ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან 21 დღეზე ნაკლები იყო გასული,  ჰოსპიტალიზაციის უფრო მაღალი საჭიროება ჰქონდათ, ვიდრე ალფა ვარიანტით ინფიცირებულებს.  

Bloomberg-ს კვლევის თანაავტორმა, ენ პრესანისმა განუცხადა, რომ სრულ ვაქცინაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დელტა შტამით ინფიცირებული ადამიანების ჰორსპიტალიზაციის რისკის შემცირების თვალსაზრისით. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved